მაინც რანაირად დაგიჩემე სულში ჩამეკვანძე აკორდებად და მეც ვირწმუნე და დავიჯერე რომ შენ მათენდები ყოველ დილას მაინც რანაირად დაგიჩემე ჩემი სურვილების აგონიად ხოდა გადარჩენა თუ არსებობს ჩემთვის მხოლოდ შენი თითებია
არ ვიცი რატომ როგორ რისთვის რანაირად მაგრამ ვიცი რომ მიყვარს ძალიაან... მიყვარს არაამქვეყნიურად... მიყვარს გადაუყვარებლად...მიყვარს მისი თაფლისფერი თვალები თვალები რომლებიც ერთდროულად სიხარულით და სევდით არის
თვითონ ვისწავლი სიძულვილსაც, შურსაც, ბოღმასაც... ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლეს მიწის მიყრამდე. თვითონ ვისწავლი თოვლის მოსვლას, ქარის მოხრასაც...შენ ის მასწავლე, რანაირად აღარ მიყვარდე.