ო, როგორ არ მჯერა..
მორჩა.. დასრულდა.. რაც არ აღსრულდა, ამაოდ მოთქვამს მშობელი ჩემი, სამყაროვ ძველო, აწ გარდასულ და, გამონაქანდაკ ცოდვად მოკვდები! დაანთეთ ცეცხლი კუპრის მორევზე, ადამიანთა ძვლები ალესეთ, მსურს გავილაშქრო ელვის მპყრობელზე, აფრიალდება ძვლები ჰალესზე.. შემომანთხიეს ძვლების კარიბჭეს, ელ ჩვილთა ტვინების დარად, დაე გაიხსნას ჯოჯოხეთის ბჭე, ბრიყვთა წვივების აბჯარი, ჩქარა! შემმოსავს მეძავთა დალალთა მანტია, და სისხლის მდინარე აღმიბეჭდს ნაკვალევს, და იმ უმსგავსობას, დედა რომ ატირა, გარდავქმნი მდიდართა თვალების საძვალედ! გაზინზლავს ცრემლები ცოდვის ზღვას ნიანგის, "მართალთა" ცრემლები.. ო, როგორ არ მჯერა.. ქალაქთა გადაწვა ჩემს ქარცეცხლს მივანდე, ნურავის დაინდობთ.. არავის.. ამჯერად. მწყურია სამყაროს ქვითინი წყალივით, მაშ ძვლები, წყვდიადის ქეშიკნო, ალესეთ! იდრტვინოს ცოდვებმა ფეხმძიმე ქალივით, ენები.. საპოხი უმარჯვეთ სალესებს. ახლოა სისხლი და ახლოა სიკვდილი, ო, ძალნო ციურნო! რამდენ ხანს ველოდი, მოვიდეს ომი და მოვიდეს შიმშილი, დაე ქვესკნელივით ბნელეთში ცხელოდეს! გადაწვით უგულო მონების სახლები, მტარვალთა სისხლი კი დალიეთ ფიალით, ჯობდა დამხვედროდა ბედი ხელუხლები, არ სურდათ.. მაშ გასწით დროშათა ფრიალით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.