ზიზღი მოაშორე
ზიზღი მოაშორე სახეს, დედამიწავ! ღვთისკენ სავალი გზა უნდა გაიკვალო! ყველა განსაცდელი ლოცვით დაითმინო, აღმართს აუყვე და აღარ დაიღალო! შენ რა უფლება გაქვს ხელი ჩაიქნიო? როცა არსებობის კიდევ სხვა წამია, ის არ დაისჯება, მოდი დამიჯერე, ვინც კი უფალთან და თავთან მართალია.. მაგრამ უდარაჯებს მუდამ ბოროტება, რადგან სიკეთისთვის ეშმაკს ებრძოლება თუკი ცხოვრებაში დარდი გაეზრდება, მას ხომ უფლის სახით, მცველი ეყოლება.. ზიზღი მოაშორე სახეს, დედამიწავ, გწამდეს, სიკეთისთვის შენ არ მოგეზღვება, იქნებ მიტევებით სევდა დაამარცხო მიდი, სიძულვილი ვეღარ მოგერევა! როგორც კელაპტარი, ლოცვად დაიღვენთე, ვინც კი მტერი არის მოყვრად გაიხადე, შენი ყოველი დღე სხვა დღეს დაამსგავსე... მერე ზიარებით ახლად დაიბადე... ოღონდ მოაშორე ზიზღი ამ ქუჩებსაც, სადაც თვალებიდან სითბო იკარგება, მიდი დააკვირდი გამვლელ-გამომვლელს და თითქოს ყველას გულში, სევდა იმალება.. მიდი , ჩათვალე რომ შენ ის მოხუცი ხარ, ფეხის ბარბაცით რომ კიბეს ეყუდება, ხარ ის ბერიკაცი, ვისაც ქვეყანაზე, თიტქოს არავინ ჰყავს და არ ეგულება.. მიდი მოიშორე ზიზღი თვალებიდან, მარტო დარჩენის რომ საფრთხე აირიდო, ხშირად მგონია რომ გულსაც ბაგე აქვს და მინდა საგულედან თქვენთვის გავიღიმო... მინდა ქუჩა-ქუჩა აღმართს აუყვე და ყველა დავარწმუნო რომ გზა გააგრძელოს, მინდა უსუსური , ყველა უსახლკარო, ვინმემ სასწაულის ისევს დააჯეროს,, მინდა წამოვიღო მზიდან სხივები და მინდა უქონელ კაცს რწმენა ჩავუსახოთ ყველას ვუწილადოთ ჩვენი წვეთი სითბო უფლის სიყვარული მეტად გავუზარდოთ.. მინდა დავაჯერო მთელი დედამიწა, რომ ჩვენ ერთმანეთით უნდა ვიარსებოთ, შემდეგ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საქართველოს, მერე ასეთივე შვილი გავუზარდოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.