შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაე, შენს ფერებს შეაბერდეს ჩემი ბავშვობა (სრულად)


8-09-2017, 21:11
ავტორი Kristy
ნანახია 3 147

დაე, შენს ფერებს შეაბერდეს ჩემი ბავშვობა,
შენი უბრალო ხასიათი შერჩეს ჩემს გრძნობას,
აღარ გათენდეს უშენობით არცერთი შობა
და მხოლოდ შენი ნაბიჯის ხმა დაეტყოს ტრფობას,

ნდობამ გაძარცვოს ჩვენ ორს შორის ყოველი ეჭვი,
ყველა შეკითხვა ჩაანაცვლოს ცოდნის უფლებამ,
რადგან ჩვეული გულწრფელობით ყველაფერს გეტყვი,
რომ შემოაღოს გრძნობის კარი თავისუფლებამ,

რათა შეიგრძნო, რომ ჩემ გვერდით თავიდან იშვი,
იგრძნო ყოველი სიტყვა ჩვენზე როგორ ბედობდა
და უსათუო ერთგულებამ გაფანტოს შიში,
რომელიც ასე უჩვეულოდ დაგვიმეგობრდა,

რადგან ერთმანეთს გავუნათოთ მომავლის გზები,
ნიღაბჩამოხსნილ უთავბოლო ხოტბას გავუსწროთ,
რათა შევირგოთ დარჩენილი სიცოცხლის წლები,
ბოროტების ღმერთს ჩვენი ყოფით სისხლი გავუშროთ,

ამიტომ მინდა შეგახსენო ცდას რომ გიწუნებ,
თუნდაც მარცხვენდეს შენს წინაშე ჩემი თაობა
და შემომხედო ისე, როგორც დღეს მე გიყურებ,
თუნდაც შენს ფერებს შეაბერდეს ჩემი ბავშვობა,

რადგან ვიცი, რომ უსასრულო ფიქრების სახლში
მხოლოდ შენ ხედავ ამ ცხოვრების ამაოებას
და ჩემს გარშემო შემოკრებილ უსულო ხალხში
ძვირფას ქვასავით თვალწარმტაცად აქცევ ოცნებას,

რომ ისევ დარჩა ჩვენს გარშემო რაღაც უკვდავი,
რაღაც მუდმივად მომღიმარი მომავლის ცნება,
რომ ერთადერთი საფლავია მხოლოდ უძრავი,
ჩვენ კი მოგვეცა უსასრულო სიცოცხლის ნება,

ამიტომ ურჩი სიჯიუტით შენს კართან ვზივარ,
შენგან მოსმენილ მონოლოგებს გულში ვინახავ
და თუკი ფიქრობ, რომ ბავშვურად მეც კი ანცი ვარ,
გპირდები, ღიმილს ჩემს სახეზე ვერასდროს ნახავ,

დღეს კი შანსს ითხოვს მგრძნობიარე ჩვენი სულები,
თუნდაც დაგვჭირდეს ერთმანეთზე დღედაღამ შრომა,
რადგან რომც მქონდეს ასარჩევად ფეხრთით გულები,
მინდა შენს ფერებს შეაბერდეს ჩემი ბავშვობა,

რადგან ამ ჰანგებს აყოლილი ტოკავს სხეული,
მღელვარე წუთი სამომავლოდ ინახავს სიტყვებს
და გამჭვირვალე ცხოვრებიდან გამოქცეული
ისე ვიღიმი, თითქოს გრძნობა თამაშში მიწვევს:

შენს გამოხედვას ფიქრიანი ელდა ეტყობა,
რადგან არ იცი თუ გინდა, რომ ჩემი გჯეროდეს,
მაგრამ ჩვეული მარტოობით გადის ეს ყოფა
და უსათუოდ გაჭირდება ფინიშს ელოდეს,

როცა ვხედავ, რომ ჩემ წინაშე დიდი განძია,
რომელსაც თითქოს ვერასოდეს დავისაკუთრებ,
თუმცაღა მმოსავს მოლოდინის თეთრი მანტია,
რადგან ოცნების სამფლობელოს არ ისაკუთრებ,

ახლა კი მხოლოდ შენს გადადგმულ ნაბიჯებს ველი
და თუ შორეთის ფერებს გალევს თამამი ტრფობა,
იმ სიტყვებს გეტყვი, რასაც ალბათ ნაკლებად ელი:
დაე, შენს ფერებს შეაბერდეს ჩემი ბავშვობა!



№1  offline წევრი Kristy

sigarets movwevdi
ეს ლექსი აქ განთავსებულ ნაწარმოებების 90% ჯობს.
წარმატებები (:


მადლობა, გაიხარე

 


რიტმი ძალიან კარგია, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და რაც მთავარია განცდები ჩანს ძლიერზე ძლიერ... heart_eyes
--------------------
~ბ.ბ.~

 


№3  offline წევრი Kristy

ბექა ბაიაშვილი
რიტმი ძალიან კარგია, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და რაც მთავარია განცდები ჩანს ძლიერზე ძლიერ... heart_eyes


მადლობა ბექა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent