უმისამართო ლექსი
რაღაც საუცხოოდ, ჩუმად მიილტვიან ლურჯ ფერ ველ-მინდვრებზე ღრუბლის ნაჩრდილები, მსგავსად ამ ჩრდილების, თვალწინ დამირბიან ქარზე წამოშლილი თმების აჩრდილები. შუბლზე ათინათი, სხივზე მოციმციმე, თურმე ტკივილია მძიმედ საფიქრალი, გულის გრძნობები და მათი საპირწონე, თითქოს მდინარეა, მთების ნატირალი. ზოგჯერ ადიდებულს მოჰყავს ნიაღვრები, მერე მიწყდება და შრება საივლისედ, როგორც უდაბნოში, ისე მომწყურდება, თვალში მოციმციმე სხივთა ოაზისი. რაღაც საუცხოოდ, ჩუმად ირევიან ქვიშის დიუნები და მეც ვიკარგები, როგორც მირაჟები, თვალწინ მიმორბიან ქარზე წამოშლილი თმების „ქარიშხლები“. ~ბ.ბ.~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.