ალბათ არ იცი..
ალბათ არ იცი, საუკუნეს ფიქრი აბერებს, ალბათ არ იცი, აქ უშენოდ როგორ აცივდა, ალბათ არ იცი, კუთხეში რომ ჩუმად მახველებს, არ იცი, რადგან ჩემი ნახვა, ვიცი, არ გინდა. ჩემი ცხოვრება მე ხომ შენით დავასურათე, ან რა უნდოდათ სხვებს ჩვენ შორის,რატომ ეძებდი, ვზივარ თუ ვწევარ, საათობით მე შენს სურათებს, ვაჩერდები და მაინც, შენთან ყოფნით ვერ ვძღები. აღარ მეტევა მწუხარება უკვდავ სხეულში, შენ წახვედი და ორ კვირაში მანაც დამტოვა, არც ღმერთი დარჩა ამ უბადრუკ, ბებერ სნეულში და ახლა როგორც არსად არვინ, მე აქ მარტო ვარ. არ მოვა, ვიცი, მაისამდე აღარც სიკვდილი, რით შევებრძოლო მარტოობას, მე ხომ აღარ ვსვამ, შენს სახლის კართან ვეგდებოდი სასომიხდილი, რომ მცნობდეს ვინმე.. სხვა ხაზზე რომ მაინც გადამსვან. მახრჩობს სინდისი მოწოლილი გულზე დარდივით, ასე წყვდიადში ვეომები მე ბედს უკუღმართს, შენს ხატებასთან, დილაობით, ბრძოლით დაღლილი, მიმყავს ცხოვრება სასეირნოდ კარში უკუღმა. როგორ მეგონა იბრძოლებდი.. ჩემებრ.. ლომივით.. მალავდი ცრემლებს წამწამთ შორის რომ არ მენახა, ეს მათრობელა სიყვარულიც, ჯანში რომივით, რომ მიდუღდა და მაბრუებდა ეს ხომ შენა ხარ?! ვერ მოშორება მიჯნურისა შენებრ ადვილი, ჯერ არ უხილავთ ფიცის შემდეგ თვალებს არასდროს, ნუთუ დანებდი.. და ფიქრობ რომ შენი ადგილი დროა უკვე სხვას დავუჯავშნო, გული გავანდო.. რა ჭირად მინდა ცარიელი თავისუფლება, თუ გრძნობა ჩემი ისე მიდის, წამით არ იცდის, ჰო, მართალია, უნდა გქონდეს წასვლის უფლება, და არც გიკითხავს, რად გაგიშვი, რად არ დაგიცდი. რომ სიყვარულში მნიშვნელობა არაფერს არ აქვს, წყვილს შორის ცეცხლად დანთებული გრძნობების გარდა, და შენს სიყვარულს შენთან მოსვლის თავი თუ არ აქვს, თუკი შენ იბრძვი, თავად მიდი, შენც ხომ გიყვარდა.. სადაც წავედი უშენობის ამყვა აჩრდილი, და თუ შენს გზაზე ჯერ არ არის ის სხვა, ვიღაცა.. სახლში ვეგდები მე შაბათსაც შენით დაჭრილი, და თუ რამეა დავეგდები სახლში კვირასაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.