შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გარდამომხსნეს, ძვირფასო, ჯვრიდან..


16-09-2017, 02:53
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 281

მე გარდამომხსნეს, ძვირფასო, ჯვრიდან,
ნუ გეგონებით ნურავის ღმერთი,
ღირსსახსოვარი დიდ გოლგოთიდან,
მე ის ყაჩაღი თუ ვარ ერთერთი.

არ დასცდენია ჩემ პირს ვედრება,
არც სინანული, დღემდე არასდროს,
სანამ თიხნარის ქვიშრობ სედებმა,
ჩემი სიმუნჯე ქვიშით აღავსო.

ესმოდა ჩემს ყურს ვედრება რწმენის,
ჯვარზე მიბმულის აპყრობა ხელთა,
თვალმა დალანდა სიმწიფე მტევნის
და გულმა უთხრა: იქნები ჩემთან.

ჩამომივარდა მე უძლურს თავი,
და კი არ მოვკვდი, იჭვით დავიწვი,
მჭამდა სინდისი, ცხადად, აქავე,
რომ არ მივიღე მე ის ლავიწი.

ჩემს მახინჯ სხეულს რომ გარდაქმნიდა,
ხელებს ახსნიდა მძიმე ბორკილებს,
მივხვდი.. ახლახან ის ვინც მე მქმნიდა,
გავუშვი და სხვას დავემორჩილე.

არვის გეგონოთ მე მივხვდი სწრაფად,
რა ჩავიდინე.. ან რა წუმპეში,
შევცურ-შევტოპე ღრმად და იაფად
და ეს გამიხდა დიდ ხანს ნუგეშად.

არას ვზრუნევდი შენთვის, მაღალო,
და მზის წიაღში მშვიდად ვიშვებდი,
ვერვინ მიაგნო ღვთიურ ავალონს
შენ ჩემთან რაღად გამოგიშვებდნენ?!

ლავიწნაკლული გონჯი სხეული,
იდრიკებოდა წელში, კვდებოდა,
ჯვარს მილურსმული მისი სხეული,
გაყოლას სთხოვდა, ელანდებოდა.

გაგიჟებამდე მისულ მონანულ,
როცა უძღებ შვილს ნეკნი აჩუქა,
ვეღარ გაუძლო ამ დიდ სიხარულს,
და ნაადრევად ეცა საჩუქარს..

ათასწლეული გაცვდა რამდენი,
ალბათ მას მერე..აკი ვბერდები,
გეხმიანები ეს მერამდენედ,
და ბნელს მუნჯივით შევაჩერდები..

მე ჯერ არ ვიცი, შენ თუ ჩამოხვალ,
არ ვიცი გული კვლავ თუ მოგიწევს,
და მერე რა, მზევ, თუ ვერ ამოხვალ,
მსხვერპლის შეწირვა მაინც მომიწევს..

გზაჯვარედინის გინდოდა ძებნა,
რა ვუყოთ, ჩემსკენ ვიწრო გზა მოდის,
და არა უშავს, გზა თუ დაგებნა,
შენი გულისთვის გავუძლებ ლოდინს.

ეს არის ჩემი ბოლო ვედრებაც,
და ალბათ ბოლო სამადლობელიც,
ერთად სახოტბო ბევრი გვექნება,
სანადიმოც და საგალობელიც..

მაგრამ თუ შენ სხვა ბილიკს გაჰყვები,
დაე იმავე ღმერთმა დაგლოცოს,
ბედი ამ ზღაპარს თუ არ დაგვყვედრის,
მინდა წასვლის წინ შუბლზე გაკოცო.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მიკვირს პოეზია რატომ არ უყვართ.
მე ხომ ასე ძალიან ვგიჟდები

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
როგორ მიკვირს პოეზია რატომ არ უყვართ.
მე ხომ ასე ძალიან ვგიჟდები


ეჰ, გასაკვირი არაფერია, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლ-შვილი smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent