,,ზეცის მონა"
თქვენ არ იცით რა გრძნობაა, რომ ერთს ელი ათას კაცში, თქვენ არ იცით რა გრძნობაა, როცა ელი მთაშიც, ბარშიც, თქვენ არ იცით, რას განვიცდი, როცა რჩება სული მარტო, ამ დროს ისევ სევდას ვუხმობ და ვეუბნები გნატრობ! ვერ იგრძენი სიმარტოვე ან არ იცი მისი ფასი, როცა არავინ გეტყოდა დაგიცდი ან ახლაც გიცდი, თქვენ არ იცით, თუ რას ნიშნავს, სევდამ გაჭრა ჩემი ბინდი, მოგონებამ ჩამიქროლა თან წაიღო ჩემი ფიქრიც.. წლები კი მიდიან სწრაფად, ვერაფრის თქმას ვასწრებ ალბათ, თვეები კი მასზე სწრაფად, ნეტა რომ წავიღო რა მაქვს? მე ისევ გავკვეთე ბინდი, ცრემლი თვალზე დამრჩა ანძად, ეს იმისთვის, რომ შენ ნახო, რა ვიგრძენი მარტოდ დამფრთხალს.! სახეს ფერი ეკარგება, სიო ნელი ისევ მარხევს, მიბიძგებს და გადამკარგავს, ქარაფიდან ვხედავ მაგდებს, ბინდის მე ვხედავ უსასრულოს_ აქ გაფრენა კარგი არის, სულმა მშვიდად ჩამჩურჩულა უკან არა, შენ წინ წადი... შიშმა ტანში დამიარა და გადავდგი მე ნაბიჯი, ნისლში უნდა გავეხვიო უნდა გავხდე ვხედავ დინჯი, თუმცა მიწა რომ არ იყო, სულმა ნახა მშვიდი ზონა, ვხედავ სული გაფრენილა და გამხდარა ზეცის მონა..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.