შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეე გათოვდაო ...


29-09-2017, 02:24
ნანახია 1 671

დეე გათოვდაო ჩვენს ქუჩაზე... წამო ვირბინოთ
მოდი ბავშვობა დავიბრუნოთ (თუნდაც წუთებით).
ხალხი ბრბო არის (არ იდარდო) რაც სურთ იფიქრონ,
ოღონდ ვერ მიხვდე რომ მტკივა და შენში ვყუჩდები.

დეე გათოვდაო, მოუთეთრდათ თავი ბილიკებს,
მე ის მაშინებს რომ ტკივილი ვერსად დავტიო
ქალაქში სადაც სხვას ადგამენ სხვის წილ გვირგვინებს -
ქალაქში სადაც ყოველ ღამეს ვწირავ ალიონს.

დეე მასწავლიდი რომ სიმართლე მექცია წესად
და დღეს მეც ათი მცნებასავით მირწმუნო ვითხოვ.
ცილიც დავწამე, ვიმრუშე და დეე უფრო მეტად
მე საკუთარი არსებობა მოვკალი თვითონ.

ცოდვა თოვს დედი... შენ ვერ ამჩნევ ისე სუფთა ხარ
გარეთ წვიმის დროს ზეცას რომ სდის სისხლი ნერვების.
მძიმე ჯვარია აიტანო თავი უფალთან,
მაშინ როდესაც ვერც სუნთქავ და ვეღარც ნებდები.

მე ვითამაშებ - შენ კვლავ დაკრეფ ჩემთვის ლიანებს
ავტირდები და მოგატყუებ რომ კვლავ დავეცი.
თოთო ბავშვივით დამიამებ მტკივან იარებს
მამის ბავშვური მონატრება ვერსად გავეცი.

დეე გათოვდაო ჩვენს ქუჩაზე... მოდი ვირბინოთ,
მსურს შენს ნაკვალევს ავედევნო ცოდვის მორევში.
ისე სუფთა ხარ არასოდეს არ მსურს იტირო
და დაგიმძმოს ცრემლის წონამ წმინდა გრძნობები.

დეე თუ შემამჩნევ თვალამღვრეულს არ გაგიკვირდეს,
არ შეიმჩნიო ის ტყუილი რომ კვლავ ბავშვურად
მუხლზე დავეცი ან აღარ მსურს ისევ მიყვარდეს,
და ჩემი ჩუმი ტკივილები ამით დასრულდა.

წამო ამ წელსაც ბავშვებივით ლაღად ვირბინოთ,
მოგონებებად მოვიგროვოთ თუნდაც წუთები.
ხალხი ბრბო არის (არ ვუსმინოთ) რაც სურთ იფიქრონ -
ოღონდ ვერ მიხვდე რომ მტკივა და შენში ვყუჩდები...

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Sana

როგორ მომნატრებიხარ,ძალიან გამიხარდი! ლექსი როგორც ყოველთვის ამაღელვებელი და ემოციურია, მუდამ გულამდე რომ აღწევს. ამ ემოციებისა და გრნობების გამო რომლებსაც შენ ჩემში იწვევ უსაზღვროდ გყვარობ:-)

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

დეე გათოვდაო ჩვენს ქუჩაზე... მოდი ვირბინოთ,
მსურს შენს ნაკვალევს ავედევნო ცოდვის მორევში.
ისე სუფთა ხარ არასოდეს არ მსურს იტირო
და დაგიმძმოს ცრემლის წონამ წმინდა გრძნობები.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მინდა მე ჩემს დედიკოსთან

 


№4  offline მოდერი bla.ell

შენ ყოველთვის წერ ისე როგორც ყველაზე მაგარი პოეტი...ძალიან მაგარი ხარ...უმშვენიერეს ლექსებს წერ საყვარელო...წარმატებას გუსრვებ...ზალიან კარგი ლექსია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent