შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დამანახე ცხოვრების აზრი, შენ ხარ მიზეზი ჩემი ღიმილის


6-10-2017, 18:41
ავტორი Ramo_Narushvili
ნანახია 3 343

თანახმა ხარ? მოიყვანო ცოლად
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი
ერთი ლუკმა, მისთვის გაყო ორად
ჭირშიც, ლხინშიც, იყო მისი ქმარი
რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც ივლით
უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს
პატიობდე რასაც გულით ჩადის
ყოველ ღამე უსწორებდე საბანს
თანახმა ხარ? უერთგულო სხვასთან
იყო მამა, ყველა მისი შვილის
ყოველ ღამე, იძინებდე მასთან
თუ არადა გეშინოდეს ძილის
ჯოჯოხეთის რო აღმოჩნდეთ ცეცხლის
თანახმა ხარ? მას დაუთმო წყარო
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან - მიყვარხარო?
თანახმა ხარ? აპატიო წყენა
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი
- თანახმა ხარ? რომ გამომყვე ცოლად
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი
ერთი ლუკმა ჩემთვის გაყო ორად
ერთადერთი, ვიყო შენი ქმარი!



№1 სტუმარი iana shainidze

me var sheyvarebulii

 


№2  offline წევრი Ramo_Narushvili

iana shainidze
me var sheyvarebulii

ძალიან კარგი მაგას რაჯობია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent