შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბერი


9-10-2017, 00:50
ავტორი crazy girl sofi
ნანახია 2 488

მე ისევ ვაკვირდები შემოდგომის უკანასკნელ ჩამოვარდნილ ფოთოლს
და ალბათ ხვალ მოთოვს..
ვესალმები ლოთებს,
ჰო აქ ყველა ლოთობს
და ვუღებ ამ პეიზაჟს მხოლოდ ერთ ფოტოს..
ვერაფრით ვერ გავექეცი ბაბილონის გოდოლს
და უთხარი ხუჭუჭა გოგოს აღარ დამელოდოს..
სანამ ღმერთი გადაწვავს ამ სოდომს და გომორს,
მე ისევ ვაკვრიდები უკანასკნელ ფოთოლს..
აჯობებდა ამ ყველაფერს რამე რომ ემღერათ,
რამე რომ დაეხატათ ან თუნდაც რამე დაეწერათ..
ამასობაში ყვითელი ფოთლები იქცა სერად,
მე კი ნოემბერში ნოემბრიდან მოვალ ნოემბერად.
მე ისევ მარტო დამტოვეს, როგორც ტოვებენ მეფეს,
ვერ ამიტანეს, მიმატოვეს, თავი დამანებეს.
ქუჩაში ღამით ვსეირნობ, რომ თავზე დამათენდეს
და ამ სისულელის გამო მეძახიან მეოცნებეს.. ?!
მაცალე ოცნება,
ზეცაში სივრცეა,
მეც მინდა მომეცი
ცალი ფრთა მაინც,
ცრემლებიც ცივია,
ფოთოლცვენაა,
გარდაცვალებას გავს ნოემბერი..
მე უკვე შევეჩვიე იმედგაცრუებებს
და ვიცი, რომ ქალების ფიცი ორ დღესაც ვერ ძლებს,
აღარ ველოდები შედეგს,
არც შემდეგს
და მსურს ეს ბნელი ხალხი მალე გადაშენდეს..
ვეღარ ვიტან უკვე ამ ფანატიკოსებს
და ნერვებს მიშლიან ეს დორბლიანი ლიბერალები..
ნუ მახარბებ შენი მაინც არასდროს არ შემშურდება,
შენ კი ნუ მაცოდებ თავს არ შემებრალები.
მე ისევ აქ ვარ საქართველოში და ვწერ პროექტს,
რომელსაც მე დავარქმევ გრანდიოზულ გაქცევას..
მაქვს უამრავი ვერსია,
მაგრამ თუ არც ერთი არ გაჭრის,
მაშინ მე კიდევ დავხაზავ სხვა სქემას..
მაშინ მე დამჭირდება მფრინავი თეფში,
სცენიდან გავიპარები, თქვენ კი კულისებში დარჩებით,
მე უკვე ვიქნები ომუნის მთებში,
კომუნისტები დარჩებიან კომუნისტებში..
მაცალე ოცნება,
ზეცაში სივრცეა,
მეც მინდა მომეცი
ცალი ფრთა მაინც,
ცრემლებიც ცივია,
ფოთოლცვენაა,
გარდაცვალებას გავს ნოემბერი..
ისევ გარეუბნის ტრასა და შენობები ჯარი..
ისევ წვიმა, თოვლი და მოხეტიალე ქარი.
ისევ ის ქალი ქოლგით ხელში ტროტუარზე მდგარი,
რკინაბეტონის ჯუნგლებთან ცალმხრივი საუბარი..
მე ისევ გავიჯახუნე ეს რკინის მძიმე კარი,
ვერაფრით დავიმსახურე აქ ბედი მომღიმარი..
არ ვიცი ეხლა გაცოცხლდი თუ თავი მოიკალე,
მაგრამ „ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი“..
ჯერ არასდროს არ მინახავს მსგავსი სილამაზე,
წითელი შემოღამებაა შემოდგომის ცაზე..
ღმერთო რა ნეტარებაა ვერ მოვდივარ აზრზე,
ჯერ არასდროს არ ვყოფილვარ ასე სავსე..
და მაინც რა სევდიანად წყდება ფოთლები ტოტებს,
გარდაცვალებას გავს ნოემბერი, მაგრამ არ მაშფოთებს,
ვეღარ მაშინებს ქარის ხმა დაე განუწყვეტლივ ქროდეს..
მე ისევ მაქვს ძალა გაზაფხულის იმედი მქონდეს..



№1  offline წევრი mr. Sun ¤

ცოტა გაწელილია ვგონებ (:

 


№2  offline წევრი crazy girl sofi

mr. Sun ¤
ცოტა გაწელილია ვგონებ (:

Eshveleba yvelafers ^_^ <3

 


№3  offline წევრი Mariam Shengelia_3

გაწელილია იმიტომ რომ სიმღერაა. FuLA-ნოემბერი❤

 


№4  offline წევრი crazy girl sofi

Mariam Shengelia_3
გაწელილია იმიტომ რომ სიმღერაა. FuLA-ნოემბერი❤

Ki Fulas simgeraa chemi axlo megobris

 


№5  offline წევრი cncowner

"...ჯერ არასდროს არ ყოფილა FuLA ასე სავსე.. "????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent