შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხრაწლიანი მეგობრობა


14-10-2017, 20:59
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 786

ჩვენ სწორედ ამ დღეს სულ 9 წლის წინათ
ვიდექით მარტო ჯურღმულის პირას
მაგრამ ვიყავით ჩვენ მხოლოდ რკინად
არ დავიღუპეთ ჩვენ არვის სიტყვად

იყო ჩაგვრა და იყო წამება
ჩვენი ცხოვრების ფეხქვეშ გაგება
იყო გლოვა და იყო ვაება
თითქოს ცხოვრება ჩვენი მთავრდება

მაგრამ ეს ჩვენ ხომ სულ არ დავუშვით
და ჩვენი მტრები ჯურღმულს გავუშვით
ამ დიდი შრომით ყველა დადუმდით
და თქვენ შიშისგან ყველა გაბრუნდით

გავიდა დრო და ისევ დაბრუნდით
და საკადრისად ისევ გაჩუმდით
ჩვენ ვერასოდეს ვერ დაგვამარცხებთ
თუ მოვისურვებთ ძირს დაგანარცხებთ

ჩვენს მეგობრობას თქვენ ვერ დააქცევთ
თქვენ კი აქედან უმალ გაგაქცევთ
ეს მეგობრობა სამუდამოა
და ჩვენი ძმობა ხომ უდავოა

ზოგს უხაროდა ჩვენი ჩხუბი და
ფიქრობდნენ: ალბათ დასასრულია
მაგრამ მეორე დღით ისევ გრძნობდნენ
ეს მხოლოდ მათი აღსასრულია

ჩემს ძველ მეგობრებს მინდა მივმართო
ბატონ გიორგის და ბატონ არჩილს:
თუ მოვლენ ჩვენთან, გვკითხეს ვინ ხართო
ვერვინ ვერასდროს ჩააგდებს მანდილს

მე თქვენ უდიდეს პატივს გცემთ რადგან
როცა მჭირდებით სულ ჩემთან დგახართ
მეც დახმარების ვარ მუდამ კართან
და თუ დაგჭირდით, მე სულ თქვენთან ვარ

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი შემოდის
და აქედანვე ბევრი გამოდის
ერთადერთი ხომ ვინც რჩება მარტო
ეს მხოლოდ ჩვენ ვართ, ძველი და ფართო

ამ მეგობრობას ვერვინ დაანგრევს
სიკვდილის გარდა ვერვინ გაარღვევს
მთელი ცხოვრება ასე იქნება
და ჩვენი ძმობა ფეხზე იდგება



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გიორგი გიორგი გიორგი გიორგი გიორგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent