რეალობა
შემომაჩვიეს ქვის ლოდებზე მირონის ცხება! სიზმრად გადებულ ხიდის თავებს ბილწად ლაგმავენ. გადაანთხიეს ღრმა წარსულიც აივნებიდან და მათი სუნთქვა დარაბების ღრიჭოებს წვდება. რეკავენ ზარებს, უიმედოდ ცისფერი ციდან, არა დაღვრილი დასაღვრელი ცრემლებიც ცვდება. გადასერილი მაჯებიდან, იხევა ძარღვი და არტერიებს უმადლობდე გაფერადებას შენი ცხოვრების, რომც სიღაჟღაჟე დაღლილ მაჯებს შემოჩვევია. დადიხარ ქუჩებს, დაწანწალებ ვით ქუჩის ძაღლი და მარტოობა მარყუჟივით შემოგხვევია. დიდი ხანია იმ სიმშვიდის ძიებაში ხარ, რომელსაც ალბათ, ბოლო-ბოლო იპოვი მალე. იმედი გრჩება, მხოლოდ მისით საზრდოობ ახლა და ცის კიდეზე ნაქვემეხარ არეს დაეძებ. ფრთები გესხმევა, ქათქათა და თანდათან წვდები, იმ უავტოროდ, დანაბრალებ მაღალ არიებს... პირველად ვაქვეყნებ სიახლეს და ველოდები თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.