შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მკერდი შეგიფარებს


17-10-2017, 12:17
ავტორი tengu
ნანახია 6 947

წვიმაში რომ მზე ეყრება დედამიწას
მოქუფრულში ერთი სხივიც არ კიაფობს
მგრძნობიარე მონისლულ გულს ვინ დაიცავს
იარების ტკივილი ვინ დამიამოს.
მეტს მოვითხოვ მცირედზე ვერ გავჩერდები
არ მიცოდავს მართალი ვარ სიყვარულში
დამარცხებას არასოდეს დავნებდები
სხვა ვერავინ დაივანებს ჩემს მამულში
ბაგე გახსენ გამიხსენე მომენდევი
ასე წრფელად სხვა ვერავინ შეგიყვარებს
უჩემობას ვეღარაფრით შეეჩვევი
მოფრთხიალდი ჩემი მკერდი შეგიფარებს.



№1  offline აქტიური მკითხველი tengu

[s][/s][left][/left][right][/right][u][/u]...........1932
--------------------
mate

 


№2 სტუმარი სტუმარი Mate

აქ ძლივს შემოვედი. ჩემი ვიღაცამ დაბლოკა...

ეს ალბათ, აღსარებასავით გამომივა:
შენ რომ უბედურება მოგიხდა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
ძალიან მეცოდებოდი, ისე რომ გულმუცელი მეწვოდა.
გადავწყვიტე ძალიან მაგრად დაგდგომოდი გვერდზე.მეშენ ყოველთ ის
მომწონდი. ვიფიქრე სიყვარულსშევთავაზებ მეთქი. რათა მიტოვებულად
და უმეგობროდ არ გეგრძნო თავი.
მომენტი გაჩნდა დაჩემთან წაგიყვანე სამსახ.
მერე ის პირველი ლექსი. მერე მაგიდაზე საიტის მისამართი
დაგიწერე. ვიგრძენი როგორ შეამჩნიე.
ოქროს თევზი ანკესზე წამოეგო.
მერე ისეთ აზარტში შევედი ვერც მივხვდი ეს ყველაფერი დიდ
სიყვარულში როგორ გადაიზარდა. ძალიანდიდი სითბო მოდიოდა
შენგან დავხვდებოდი შენ უფრო მეტს აკეთებდი ჩემთვის ვიდრე
მე შეთვი. პირიქით კი მსურდა.
მე ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის რაც მოხდა. ბოდიში ზედმეტი
სიყვარულისთვის. გეფიცები არ მინდოდა. არც ტკივილის მოყენება
მიფიქრია. პირიქით. მშვიდობით...

 


№3  offline აქტიური მკითხველი tengu

ღმერთს ედემი კი არ დაუმალია თურმე,
მთელ დედამიწაზე მიმოუფანტია. ისე
როგორც წმინდანთა წმინდა ნაწილებია
მიმობნეული მარგალიტივით მთელ
მსოფლიოში.
ჰო და საფრანგეთში აღმოვაჩინე ედემის
ბაღის ფრაგმენტები.
-აქ სასწაული დამოკიდებულებაა ადამიანსა
და ცხოველებს, ადამიანსა და ფრინველებს
შორის. ჩემი ოცნება იყო შაშვის დანახვა
ახლოს, ან იხვი, გედი, ნებისმიერი ფრინველი
მტრად არ აღგიქვამს და ძალიან უშიშრად არის
შენს გვერდზე. ციყვი და სხვა ცხოველები.
ძაღლებს ხომ ისეთი მოფერება აქვთ ადამიანს
შეშურდება.
ედემში არ მტრობდენ ერთმანეთს ცხოველები
თხა და მგელი ერთად ძოვდა. აქაც ასეა.
ადამიანებიც არ მტრობენ ერთმანეთს.
ამათთვის აბსოლუტურად სულ ერთია ვინ არის მის გვერდით. შავი თეთრი ცისფერი. ყველას ერთნაირად ძალიან თბილად სიყვარულით ექცევიან. საოცარი ხალხია. ამათმა რომ შავები მიიღეს და უფრთხილდებიან სხვას არც ერთ ქვეყანას უქნია.
ჩვენთანაც ხომ არის რაღაც ფრაგმენტები სიწმინდისა, რითიც ვამაყობთ. ასეა ყველგან. ყველას აქვს რაღაც კარგი.
ჰოდა შეკრებს უფალი ერთ დღეს
ერთად მოაგროვებს და მისცემს თავის რჩეულებს საუკუნო სავცხოვრებლად...
--------------------
mate

 


№4  offline აქტიური მკითხველი tengu

ჩვევაც არის.
მაგალითად ცოლ ქმარი. უყვართ.
მყარდება სიყვარული. შვილები. შვილიშვილები.
ბოლოს ჩვევად იქცევა.
შეიძლება ბევრი უსიამოვნება ქონდეთ ერთმანეთში. მაგრამ ერთმანეთის გარეშე უჭირთ.
გაიცნობ კარგ ადამიანს. ყველაფერი მოგწონს მისი.
წლობით ერთად ღვთის სამსახურში.
ჩვევა გიყალიბდება. ის შენს გვერდით უნდა იყოს.
ძნელია დაშორება.
თანაც შენსავით რომ აზროვნებს, ერთნაირი შეხედულებები გაქვთ ძირითად საკითხებში. ყველანაირად უგებ მას.
შენ რომ მოგეწონება ზუსტად ისე მოქმედებს. სულ მასთან ხარ.
ისიც შენთან არის.
რატომ არ ვუწოდოთ მას მეგობარი???
--------------------
mate

 


№5  offline აქტიური მკითხველი tengu

ეს ჩემი მოსაზრებაა და არავის თავს
არ ვახვევ არაფერს.

როცა პირჯვარს ვიწერთ ვამბობთ დიდება
მამასა და ძესა და სულსა წმინდასა.
მამას რომ ვამბობთ შუბლზე თავზე ვიდებთ
ხელს. ე.ი. მამაღმერთი თავი, უმაღლესი
გონი, ნება. მისი ნებით ხდება ყველაფერი.
და ძესა, ვამბობთ და ხელს ვიდებთ მკერდზე.
ე.ი. სხეული. მატერია. ყველაფერი შეიქმნა
მატერიალური და არამატერიალური ქრისტეს
მიერ, მამა ღმერთის ნებით. თქვა უფალმა
და იქმნა, ესე იგი ინება ღმერთმა და სიტყვამ-
ქრისტემ აღასრულა.
მერე ვამბობთ და სულისა წმინდისათა- ვიდებთ
თითებს მხრებზე. ფრთებზე მივანიშნებთ- სულზე.
სული წმინდა ძალი უფლისა. იესო ქრისტე
სული წმინდის ძალით ქმნის და აღასრულებს უფლის
ნებას. ურთიერთობის, უფლისა ადამიანებთან და
ზეციურ სამყაროსთან ურთიერთობის დამმყარებელი.
სული წმინდაა.
მაშ მამა არის ნება უფლისა გონი, თავი.
ძე არის მატერიალური და არამატერიალური სამყაროს
შემქმნელი, სული წმინდის ძალით.
მადლობთ ყურადღებისათვის.
უფალს პატიებას ვთხოვ თამამი მოსაზრებისთვის...

უღრმესი მადლობა

მადლობთ კარგია კარგი მკითხველი
--------------------
mate

 


№6  offline აქტიური მკითხველი tengu

დემე ჩემს უკან იჯდა. რაღაცას
თავისთვის ფაჩუნებდა.
უცბად თითების შეხება ვიგრძენი ზურგზე.
ჯერ ფრთხილად, მერე გათამამდა და
უფრო მონდომებით მახებდა ხელებს.
კი არ მისმევდა. თითები სათუთად
დარბოდნენ ხან ზურგზე ხან მხარზე.
როგორც შეძლო მოახერხა ისე.
ვიცოდი როგორი დაძაბვის ხარჯზე
ახერხებდა ამას.
მივუბრუნდი, ჭკვიანი ღიმილით მიყურებდა.
ასეთი მოფერება სხვა არის კიდევ
ქვეყნიერებაზე?

--------------------
mate
--------------------
mate

 


№7  offline აქტიური მკითხველი tengu

მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთმა მე
შენით ბუნება, სული გამიკეთილშობილა.
სიყვარულის ახალ საფეხირზე ამიყვანა.
იქნება შევიცნო და შევიყვარო ღმერთი ...

მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთმა მე
შენით ბუნება, სული გამიკეთილშობილა.
სიყვარულის ახალ საფეხირზე ამიყვანა.
იქნება შევიცნო და შევიყვარო ღმერთი ...

77777777777777777777777777777
თითქოს ჩამწყდა რაღაცა
და ჩამექცა ყოველი
აღარ ვიცი მაკმარა?
და უფრო ცუდს მოველი.
როგორ რთული გამხდარა
რარიგ შევუჩვევივარ
ყველაფერი დამთავრდა?
ახლა მისთვის მე ვინ ვარ
რაც ჩემთვის მოვისურვე
მისთვის სულ ის მინდოდა
ვერაფრით მოვისვენე
რომ მეგონა ტკიოდა.
მიხაროდა, მგონია,
ადამიანს ვემსგავსე
კარგი გული მქონია
შეგრძნებებით აღსავსე.
ყველაფერი მომწონდა
წუნი ვერსად დავუდე
ალბათ ეს თუ მოწყინდა
იქნებ მე ვერ გავუგე.
ცოტა კი მაქვს ნუგეში
მგონი ვხვდები რა ხდება .
ალბათ ეს თუ მიშველის
იმედი ხომ არ კვდება.
--------------------
mate

 


№8  offline აქტიური მკითხველი tengu

ვიცი, ჩემსავით გეცოდება და დახმარება გინდა მათთვის

გული დამწყდა.
როგორ გაუცხოებულებივით ვართ ერთმანეთთან.
როგორ არ უნდა შემეძლოს დაგირეკო
და კაი ჭორიკნებივით ვიჭორაოთ ერთმანეთთან.
მაგრამ რაც არის და რაც იყო იყო.
იმას ვეღარ შევცვლი. და არც შევცვლიდი
არაფერს.
დრო შეცვლის ალბათ რაღაც რაღაცეებს.
ღრმად რომ მოვხუცდებით, ნახევრად რომ
გვემახსოვრება მოვლენები. მაშინ ხომ
აღარ მოვერიდებით ერთმანეთს.
შეიძლება ხელიხელჩაკიდებულებმაც ვიაროთ
ტაძარში, არ დავეცეთო იმის შიშით.
ვინ იცის...
--------------------
mate

 


№9  offline აქტიური მკითხველი tengu

გული გწყდება თითქოს
ზაფხულს ეცლებოდე
ფერისცვალებას ხომ
ფოთოლცვენა მოდევს.
მხოლოდ სამს ეჩვენა
გაიბრწყინა მთაზე
მიგვითითა ყველას
სასუფეველის გზაზე
ფერი სიკეთისკენ
სული ნათლის ფერი
გაბრწყინებისაკენ
იმზერს ჩვენი ერი
ფოთლებს ფერი მიდის
დაუბერა თითქოს
შეგვევერცხლა თმები,
დრო თავისას ითხოვს...

გული გწყდება თითქოს
ზაფხულს ეცლებოდე
ფერისცვალებას ხომ
ფოთოლცვენა მოდევს.
მხოლოდ სამს ეჩვენა
გაიბრწყინა მთაზე
მიგვითითა ყველას
სასუფეველის გზაზე
ფერი სიკეთისკენ
სული ნათლის ფერი
გაბრწყინებისაკენ
იმზერს ჩვენი ერი
ფოთლებს ფერი მიდის
დაუბერა თითქოს
შეგვევერცხლა თმები,
დრო თავისას ითხოვს...
&&&&&&&&&&&&&&&&&&
?????????????????????

იორდანეს წყალი უსვავს
თაბორს ისე აუვლია
მისიონერთ, პატიოსანთ
ცეცხლი თბილისს წაუღიათ.
ცეცხლი წყალი ნისლი თაბორს
სასწაულნი ქადაგებენ
ღვთისგან არის არვინ დაობს
მოგვხედაო ღაღადებენ.
გონება თვალ ყურ დაღშული
ზღურბლის იქით სხვა მრავალი
რომ არ ჯერავთ არც ნახულის?
შველა მათი აღარ არი?
--------------------
mate

 


№10  offline აქტიური მკითხველი tengu

პაპას ბებოს და შვილიშვილის ურთიერთობა რა საინ
ტერესოა. როგორი სიყვარულია ურთიერთგაგება.
შვილებიც ასევე გვიყვარს რათქმა უნდა მაგრამ
ალბათ ახალგაზრდობაში ბოლომდე რეალურად
ვერ აღიქვამ ყველაფერს, ვერ იცლი, სხვა
დასხვა პრობლემები და გრთობების გამო.
ჩვენ მოხუცები უფრო ჭკვიანი თვალით ვხედავთ
და აღვიქვამთ მოვლენებს. მეტი ადგილი გვაქვს
სითბოსთვის სიყვარულისთვის.
დავტრიალეფთ დავფოფინებთ ღვთისაგან
ჩვენთვის ნაჩუქარ ანგელოზებს და ეს არის
ჩვენი დიდი ბედნიერება.
--------------------
mate

 


№11  offline აქტიური მკითხველი tengu

ყოველ დილით ვევედრები უფალს
ჩემიანებს შევავედრებ ზენას
მათზე ფიქრი მიადვილებს სუნთქვას
სული ხარობს გული წყნარად ღელავს

აქ ყველა წყვილი შეყვარებულია. მოხუცები ახალგაზრდები
ისე სიყვარულით და ტკბილად საუბრობენ ერთად.
ისე აკოცებენ ერთმანეთს ტუჩებში, გაბრწყინებული
თვალებით, თითქოს ახალი გაცნობილი ყავდეთ
ერთმანეთი. მაგრამ ყველა ახალ გაცნობილი ახალი
შეყვარებული როგორ არის? საინტერესოა სხვების
დასანახად ეფერებიან ერთმანეთს თუ? სახლში როგორი
ურთიერთობა აქვთ. ღმერთმა იცის. მოხუცები როგორ
შესციცინებენ ერთმანეთს, საინტერესოა.
კი მოვკარი ყური და ალბათ ასეა: გაცვლითი თუ
მორიგეობითი სისტემაა. სანამ ერთად არ მოწყინდებათ
ერთი თვე ვთქვათ ერთად არიან, მერე იცვლიან
პარტნიორებს და ასე შემდეგ. ასე უფრო მხიარულია
ცხოვრება.
სიყვარულია, მხიარულებაა, გართობაა, მეტი
რა უნდათ წუთისოფლის შვილებს?
აწყობილია საქმე
--------------------
mate

 


№12  offline აქტიური მკითხველი tengu

ხნიერები იყვნენ. ცოლი ეტლით მიიყვანა
მანქანასთან, სიყვარულით აიყვანა ხელში
და დიდი ვაის ვაგლახით ჩასვა წინა
საჯდომზე.
ჯანი კი ქონდა შენარჩუნებული ამ 80 წელს
მიღწეულ მამაკაცს მაგრამ თითქმის თავისი
წონის აწევა უეჭველად ღმერთმა შეაძლებინა.
აქაც ცოდნიათ სიყვარული და ერთგულება.
--------------------
mate

 


№13  offline აქტიური მკითხველი tengu

ზედმეტად ვერ ვაწუხებ უფალს
როცა ვხედავ რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი.
მე ვერ გადავწყვიტავ ამ საქმეს,
მივენდობი ხოლმე უფალს, უფრო სწორად ვიცი გამოსავალს უკარნახებს ჩემს გონებას და არ მჭირდება ბევრი ფიქრი და დავიდარაბა ამოცანის გადასაწყვეტად.
ამას ადრეც ვგრძნობდი.
ერთჯერ ინსტიტუტში მათემატიკის გამოცდაზე გავდიოდი მესამე თუ მეოთხედ, ბოლო ცდა იყო. თეორიაში რომ მოახერხა და გამჭედა პრაქტიკული მაგალითი მომცა გამომცდელმა და საზეიმოდ
გამომიცხადა, თუ ამოხსნი გიწერ ნიშანს თუ არა და დაგემშვიდობებითო.
დავხედე მაგალითს ბევრი ვუტრიალე მაგრამ ვერაფერი გავუგე 15 წუთი მაცადა და უკვე ხელი წამოიღო უკმაყოფილო სახით უნდა აერთმია ფურცელი
და ამდროს გამინათდა გონება
და დავიწყე ამოხსნა.
რომ დაინახა სწორ გზაზე ვიდექი, მიაწერა ნიშანი ჩემს ფურცელს და ისე გახარებულმა მომილოცა გამიკვირდა...
მეც გამიხარდა უფლის ხელი ჩემზე...
--------------------
mate

 


№14  offline აქტიური მკითხველი tengu

თქვენს გარეშე მე აქ რა გამაძლებინებდა.
ძალიან მიადვილებთ. იმის ფიქრით, რომ საღამოს გაგესაუბრებით, ზოგს გაგეხუმრებით, ზოგს მაქაურ
ამბებზე გამოგკითხავთ,
ის შეგრძნება რომ თქვენ ხართ
ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მსიამოვნებს.
აქ კი მყავს უკვე მეგობრები, კარგი ადამიანები გავიცანი,
მაგრამ მაინც მოწყენილობაა.
აქ ყველას თავისი უჭირს და დარბიან მუდამ აქეთ იქით.
ასე რომ მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო რომ არსებობთ...
--------------------
mate

 


№15  offline აქტიური მკითხველი tengu

ამ ქალაქში უფრო მრავალფეროვნად უბერავენ:
გუშინ დემე გავასეირნე ცენტრისკენ. ბიჭი
მოდიოდა შუა ქალაქში, უზარმაზარი ბარაბანი
გადაეკიდა და გამეტებით უბრა
გუნებდა. ყურისწამღებად, არავ
ინ ყურადღებას არ აქცევდა.
სამოც წლამდე ქალბატონი, მოკ
ლე კაბით და კმაყოფილი ღიმი
ლით გადამჯდარა ველოსიპეტზე,
უჩანს მრავალფეროვნება ყველა
ნაირი და ხალხი ამასაც შეგუებულია.
ვიღაც კარგი მევიოლინე, სახელმწიფო ორკესტრის მუსი
კოსი თავისუფალ დროს დამჯდარა კათედრალის წინ ქუ
დი ამოუბრუნებია და ტკბილ მუსიკას უკრავს. აქ დამკვრელის
კვალიფიკაციაზეა დამოკიდებუ
ლი, მაღალი დონის შემსრულებლებს ხურდას ვერ
აკადრებენ და ქაღალდისას უყრიან. დანარჩენები ხურდა ფუ
ლზეც თანახმა არიან.
პაპანაქება სიცხეში, ტანზე თითქმის რომ არ იცმევენ, ბევრს შევნიშნე ფეხზე ძალიან თბილი ჩექმები, ჩუქჩები რომ ჩაიცმევენ ისეთი.
ზოგი კიდევ სიცხეში ძალიან ჩაფუთნული დადის.
ერთი ტიპი, დონკიხოტის გარეგნობის, ტრამვაიში ვნახე ძაღლთან ერთად,( ტიპაჟი მომეწონა, სურათიც გადავუღე , ტელეფონი დაბლა დავწიე ვითომ ძაღლს ვუღებდი, თვითონაც თავიდან ბოლომდე მოხვდა კადრში. და მას ამ დროს იდუმალი ღიმილი შევნიშნე მიხვდა რაღაცას) შერეკილებში რომ შეყვარებული სტუდენტი ყავთ დაპატიმრებული ქვევრში,
აი ისეთი ჩაცმულობით. დაუბანელი, ჩამოგრძელებული წვერებით, ძველი ცილინდრით.
რამდენიმე დღის მერე ვნახე,
ჩემს მეზობლად ცხოვრებულა,
ბარში შევიდა დაბანილი დავარცხნილი,
თეთრებში გამოწყობილი თეთრი ცილინდრით, ელეგანტური.
თავმომწონედ მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა, მომესალმა.
აი გარდასახვაც ამას ქვია.
მოსეირნე წყვილები სხვადასხვა
ასაკის, დროდადრო შეჩერდები
ან ტკბილად აკოცებენ ტუჩებში
ერთმანეთს და ნასიამოვნები ღიმილით გააგრძელებენ გზას.
ასე რომ აქ არ იწყენენ...
--------------------
mate

 


№16  offline აქტიური მკითხველი tengu

აქ ჩემს ფანჯარასთან სახურავებზე ბევრი
მტრედებია. დილით ისეთი ღუღუნია,
კარგ ხასიათზე მომიყვანენ ხოლმე.
სამი ყვავიც გაერია მათ და ხანდახან ისინი
დაასწრებდნენ ხოლმე ყრანტალს.
ერთ დღეს ერთერთმა ყვავმა აიტეხა და
ძალიან ავის მომასწავებლად ყრანტალ
ებდა(აი, ჩემი მეგობრის ცუგრიები რომ
აშინებდნენ მოხუცებს, სწორედ ისე).
ახლა არ დამცინოთ.
მივედი ფანჯარასთან და სახელთა მამისა
ძისა და სულიწმინდისათა მეთქი და ჯვარი
გადავსახე ყვავებს. სამნი იყვნენ მაშინვე
შეწყდა ყრანტალი და იმის მერე ერთი
კვირა გავიდა უკვე, აღარ გამოჩენილან.
მტრედებმაც მოისვენეს და ჩვენც.
არაფერს ვამატებ.
ღმერთო მაპატიე ყუ შევცოდე...

თუ შევცოდე...
..........................

ნამიან ბოთლს წვიმაც შემოესხა
შემოესხათ საწვიმარი ქალებს
მოსაცდელმაც ხალხი შემოისხა
როგორ ასხამს რა იტევდა ამდენს
--------------------
mate

 


№17  offline აქტიური მკითხველი tengu

ერთი კარგი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნად.
ბავშვობიდანვე სიმართლისთვის მებრძოლი. წყინდა რომ არ ესმოდათ მისი, წყინდა რომ ადამიანებს გული ქონდათ გაქვა
ვებული. გონება კი დაბინდული.
პირდაპირი იყო, არაფრის დამთმობი .
აბა პირდაპირ პირში მიხლა
სიმართლის ვის ეპიტნავებოდა.
ამიტომ მოძულენიც ყავდა.
არა და მხოლოდ სიყვარულს იმსახურებდა.
იცხოვრა ადამიანურად, არც ერთ თავისზე დაკისრებული მოვალეობას არ არიდებია.
პირნათლად ასრულებდა ყველაფერს.
თავდაუზოგავად შრომობდა, არ
ქონდა საკმარისი ანაზღაურება,
მაგრამ უკან არ დაუხევია.
ბევრი არ უწუწუნია.
მეგობრები ბევრი ყავდა.
ზოგი გამოადგა, ზოგმა შეცდომები დაუშვეს მის მიმართ.
მაგრამ ცუდი არ დაცდენია.
ყველა უყვარდა. ყველას სიყვარულს იტევდა მისი გული.
უყვარდა, უფალი თავდავიწყებ
ით. ღვთისმშობელს ავედრებდა
თავის ოჯახს, თავის სამშობლოს
ყოველდღე.
უყვარდათ, მეგობრებსაც უყვარდათ, სულში იძვრენდნენ
ისე. არც ერთ წუთს მარტო არ
ყოფილა. მასში არ იყო მზაკვრობა. და სიკეთით იმკიდა.
დღეს ბედნიერ წლებს ატარებს
თავის ოჯახთან, მეგობრებთან
და თავის უსაყვარლეს ეკლესია
სთან ერთად.
ღმერთმა უმრავლოს ერს ასეთი
ღირსეული ადამიანები.
სამწუხაროა, ისინი ყოველთვის
ჩრდილში არიან. და ახალგაზრ
დების მაგალითის მიმცემები
მუდამ უღირსები ცრუ მარგალიტები გამოჩნდებიან
ხოლმე ყოველთვის სარბიელზე.
რას იზამს უნდა დაელოდოს
თავის დროს, მალე მოუწევს
გაბრწყინება თავი ქვეყანასთან
ერთად. და წარდგება თავისი
სილამაზით ყველას წინაშე.
ღმერთმა მისცეს მოთმინება,
მეტად პატივსაცემ ადამიანს.

იბეჭდება გამეორებით???

ერთი კარგი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნად.
ბავშვობიდანვე სიმართლისთვის მებრძოლი. წყინდა რომ არ ესმოდათ მისი, წყინდა რომ ადამიანებს გული ქონდათ გაქვა
ვებული. გონება კი დაბინდული.
პირდაპირი იყო, არაფრის დამთმობი .
აბა პირდაპირ პირში მიხლა
სიმართლის ვის ეპიტნავებოდა.
ამიტომ მოძულენიც ყავდა.
არა და მხოლოდ სიყვარულს იმსახურებდა.
იცხოვრა ადამიანურად, არც ერთ თავისზე დაკისრებული მოვალეობას არ არიდებია.
პირნათლად ასრულებდა ყველაფერს.
თავდაუზოგავად შრომობდა, არ
ქონდა საკმარისი ანაზღაურება,
მაგრამ უკან არ დაუხევია.
ბევრი არ უწუწუნია.
მეგობრები ბევრი ყავდა.
ზოგი გამოადგა, ზოგმა შეცდომები დაუშვეს მის მიმართ.
მაგრამ ცუდი არ დაცდენია.
ყველა უყვარდა. ყველას სიყვარულს იტევდა მისი გული.
უყვარდა, უფალი თავდავიწყებ
ით. ღვთისმშობელს ავედრებდა
თავის ოჯახს, თავის სამშობლოს
ყოველდღე.
უყვარდათ, მეგობრებსაც უყვარდათ, სულში იძვრენდნენ
ისე. არც ერთ წუთს მარტო არ
ყოფილა. მასში არ იყო მზაკვრობა. და სიკეთით იმკიდა.
დღეს ბედნიერ წლებს ატარებს
თავის ოჯახთან, მეგობრებთან
და თავის უსაყვარლეს ეკლესია
სთან ერთად.
ღმერთმა უმრავლოს ერს ასეთი
ღირსეული ადამიანები.
სამწუხაროა, ისინი ყოველთვის
ჩრდილში არიან. და ახალგაზრ
დების მაგალითის მიმცემები
მუდამ უღირსები ცრუ მარგალიტები გამოჩნდებიან
ხოლმე ყოველთვის სარბიელზე.
რას იზამს უნდა დაელოდოს
თავის დროს, მალე მოუწევს
გაბრწყინება თავი ქვეყანასთან
ერთად. და წარდგება თავისი
სილამაზით ყველას წინაშე.
ღმერთმა მისცეს მოთმინება,
მეტად პატივსაცემ ადამიანს.

იბეჭდება გამეორებით???

მე მისი ყურმოჭრილი მონა ვარ.
მიგულოს მუდამ მის სამსახურში...

ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი მეორე რაუნდი შედგებოდა მეორე ღამეს.
რომ დავწექი ცოტა ღელვა დამეტყო. ამ დროს შეიძლებ რაღაც რაღაცეები დაგეწყოს
ჩემი მეგობარი იცინის, კვდება სიცილით.
მე რა გამაცინებს, ცალკე ოთახში
ვარ, ველი ვიღაცასთან შეხვედრას. ხილული მტერი არ არის საშიში. როცა მოლოდინში ხარ, აი ახლა გამოჩნდება, აი ახლა. მღელვარება აგიტანს.
ვგრძნობ ახლოს არის თითქოს უვლის გარშემო სახლს და ცდილობს რაც შეიძლება შეუმჩნევლად დაგესხას თავს.
სადღაც ფაჩუნის ხმაა. სადღაც რა ღაც ტყდება. ახლოვდება ხმები. აი სუნთქვაც ისმის უკვე.
მე უკვე მღელვარებამ გამიარა,
მშვიდად ველოდები.
მხოლოდ ის მაინტერესებს ისევ ის მოვა? თუ მასზე ძლიერს გამოგზავნიან.
ეს ყველაფერი მართლა ხდება,
ჩემი მეგობარი კი იცინის, კვდება სიცილით.
იცინოს, მე მისი განწყობა ძალას მმატებს.
ღმერთი კი მუდამ ჩემთანაა, ვისი ან რისი უნდა მეშინოდეს.
მაინც ყველა ღონე ვიხმარე,
რომ ამეცილებინა კიდევ ერთი უსიამოვნო შეხვედრა. გამომივიდა.
მშვიდად, მშვენივრად მეძინა მთელი ღამე.
ჩემი მეგობრის კისკისი კი იავნანად მესმოდა...
ვიცი განმეორდება არა ერთხელ
უსიამოვნო ძალებთან ეს შეხვედრები, ფხიზლად უნდა ვიყო.
ადრეც მქონდა ჩვენებები.
ახლა ჩემი მეგობარი იფიქრებს:
ეს უკვე პათოლოგიააო.
ნურას უკაცრავად, შენი დაცინვა მე უფრო მამხნევებს.
გამომღვიძებია და ჩემს ზემოთ
რაღაც დიდი ობობის მსგავსი
ან მოძრავი ბოჭოჭოები და რა ვიცი სხვადასხვა ცხოველის მსგავსი მოჩვენებები დატრიალებენ. გავაქნევ ხელს
დავემუქრები და გაიძურწებიან ზოგი ჭერიდან კედლებიდან . სადღაც შეძვრებიან.
ბევრჯერ მზერას ვგრძნობ გამოღვიძებისას, დამჩერებია.
მაშინვე ვმოქმედებ დაუბნევლად.
გარბიან. შიშის დრო არ მაქვს ამ დროს.
კიდევ იცინის. მსიამოვნებს.
ეს რომ პათოლოგია იყოს შემაშინებდა, დამაბეჩავებდა,
რაღაცეები მომივიდოდა.
ნურას უკაცრავად.
ჩვენ უფალი გვიცავს და არ დაუშვებს ბოროტმა გვძლიოს.
ეს უნდა გვწამდეს ღრმად.
ახლა აგიწერთ იმ ღამის ბრძოლას:
გამეღვიძა? არა მეძინა და ვგრძნობდი, ვხედავდი ხანდახან.
არ მახსოვს ადამიანს გავდა?
აი მარტო კუნთები რომ წარმოიდგინო, ხან როგორ ჩამეჭიდებოდა ხან როგორ. მაწვებოდა, მანქანა რომ მოაწვება იმძალით, მარწუხებიც ძლიერი ქონდა. ვუძლებდი,
რა ვიცი როგორ? თუ უფალს უნდა უდიდეს ძალას მოგცემს. და მეც ვაწვებოდი ვეწინააღმდეგებოდი
ხმა ან სუნთქვა არ გამიგია ჩუმად ხდებოდა ყველაფერი. დიდი ენერგია გამდიოდა და ამით
ვხვდებოდი რომ ეს მართლა ხდებოდა. ბოლოს დაიჯაბნა. თითქოს დაგუნდავდა, დაპატარავდა შედარებით, მივაწექი და გავაგდე.
აი რა მაგარი ვარ, როცა მძინავს.
შენ იცინე ჩემო კარგო, იცინე ლამაზად მე ეს სიცილი მხოლოდ
კეთილად წამადგება.
და მე ვირწმუნე, ვიგრძენი უფლის ხელი, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან

ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი მეორე რაუნდი შედგებოდა მეორე ღამეს.
რომ დავწექი ცოტა ღელვა დამეტყო. ამ დროს შეიძლებ რაღაც რაღაცეები დაგეწყოს
ჩემი მეგობარი იცინის, კვდება სიცილით.
მე რა გამაცინებს, ცალკე ოთახში
ვარ, ველი ვიღაცასთან შეხვედრას. ხილული მტერი არ არის საშიში. როცა მოლოდინში ხარ, აი ახლა გამოჩნდება, აი ახლა. მღელვარება აგიტანს.
ვგრძნობ ახლოს არის თითქოს უვლის გარშემო სახლს და ცდილობს რაც შეიძლება შეუმჩნევლად დაგესხას თავს.
სადღაც ფაჩუნის ხმაა. სადღაც რა ღაც ტყდება. ახლოვდება ხმები. აი სუნთქვაც ისმის უკვე.
მე უკვე მღელვარებამ გამიარა,
მშვიდად ველოდები.
მხოლოდ ის მაინტერესებს ისევ ის მოვა? თუ მასზე ძლიერს გამოგზავნიან.
ეს ყველაფერი მართლა ხდება,
ჩემი მეგობარი კი იცინის, კვდება სიცილით.
იცინოს, მე მისი განწყობა ძალას მმატებს.
ღმერთი კი მუდამ ჩემთანაა, ვისი ან რისი უნდა მეშინოდეს.
მაინც ყველა ღონე ვიხმარე,
რომ ამეცილებინა კიდევ ერთი უსიამოვნო შეხვედრა. გამომივიდა.
მშვიდად, მშვენივრად მეძინა მთელი ღამე.
ჩემი მეგობრის კისკისი კი იავნანად მესმოდა...
ვიცი განმეორდება არა ერთხელ
უსიამოვნო ძალებთან ეს შეხვედრები, ფხიზლად უნდა ვიყო.
ადრეც მქონდა ჩვენებები.
ახლა ჩემი მეგობარი იფიქრებს:
ეს უკვე პათოლოგიააო.
ნურას უკაცრავად, შენი დაცინვა მე უფრო მამხნევებს.
გამომღვიძებია და ჩემს ზემოთ
რაღაც დიდი ობობის მსგავსი
ან მოძრავი ბოჭოჭოები და რა ვიცი სხვადასხვა ცხოველის მსგავსი მოჩვენებები დატრიალებენ. გავაქნევ ხელს
დავემუქრები და გაიძურწებიან ზოგი ჭერიდან კედლებიდან . სადღაც შეძვრებიან.
ბევრჯერ მზერას ვგრძნობ გამოღვიძებისას, დამჩერებია.
მაშინვე ვმოქმედებ დაუბნევლად.
გარბიან. შიშის დრო არ მაქვს ამ დროს.
კიდევ იცინის. მსიამოვნებს.
ეს რომ პათოლოგია იყოს შემაშინებდა, დამაბეჩავებდა,
რაღაცეები მომივიდოდა.
ნურას უკაცრავად.
ჩვენ უფალი გვიცავს და არ დაუშვებს ბოროტმა გვძლიოს.
ეს უნდა გვწამდეს ღრმად.
ახლა აგიწერთ იმ ღამის ბრძოლას:
გამეღვიძა? არა მეძინა და ვგრძნობდი, ვხედავდი ხანდახან.
არ მახსოვს ადამიანს გავდა?
აი მარტო კუნთები რომ წარმოიდგინო, ხან როგორ ჩამეჭიდებოდა ხან როგორ. მაწვებოდა, მანქანა რომ მოაწვება იმძალით, მარწუხებიც ძლიერი ქონდა. ვუძლებდი,
რა ვიცი როგორ? თუ უფალს უნდა უდიდეს ძალას მოგცემს. და მეც ვაწვებოდი ვეწინააღმდეგებოდი
ხმა ან სუნთქვა არ გამიგია ჩუმად ხდებოდა ყველაფერი. დიდი ენერგია გამდიოდა და ამით
ვხვდებოდი რომ ეს მართლა ხდებოდა. ბოლოს დაიჯაბნა. თითქოს დაგუნდავდა, დაპატარავდა შედარებით, მივაწექი და გავაგდე.
აი რა მაგარი ვარ, როცა მძინავს.
შენ იცინე ჩემო კარგო, იცინე ლამაზად მე ეს სიცილი მხოლოდ
კეთილად წამადგება.
და მე ვირწმუნე, ვიგრძენი უფლის ხელი, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან

და გამოქვეყნების პრობლემა
--------------------
mate

 


№18  offline აქტიური მკითხველი tengu

გაცხელდა ტვინი
ცრემლს აფრქვევს მუზა
გახელდა ჭკუა
და მიპაუზა
--------------------
mate

 


№19  offline აქტიური მკითხველი tengu

თქვენ მე სხვა ორბიტაზე გადამიყვანეთ.
ჰო და ხანდახან ჩემი სისულელეების
წაკითხვაც მოგიწევთ...
პატივისცემით...

###############$$#$$$$$$$#######
დღეს ავტობუსში ამოვიდა ფრანგი ქალი, რომელსაც
ექვსი ქალიშვილი ახლდა.
ერთ წლამდე იქნებოდა ის
კალიასკით ყავდა. დანარჩენები
თითო წლებით დაშორებული
იქნებოდნენ ერთმანეთთან.
უფროსი 6-7 წლისა იქნებოდა.
ერთს ოდნავ მუქი თმა ქონდა,
ერთს ჟღალი დანარჩენები სულ
თეთრები იყვნენ.
ამოვიდნენ თუ არა ეცნენ დასაჯ
დომებს და შეცოცდნენ ზედ.
ეტყობა დედას ძალიან უჯერებდნენ, თორემ 6 პატარა
ბავშვს რას დაიჭერდა.
ქალი მხნედ გამოიყურებოდა.
იმის მაგივრად მე მიწუხდებოდა გული.
დაიწყეს სირბილი ბავშვებმა,
იცვლიდნენ სკამებს. გადარბოდნენ ერთმანეთთან.
დედა წარბის შეუხრელად წყნარად რაღაცას იტყოდა და
ბავშვები წესრიგდებოდნენ.
კიდევ და კიდევ.
ჩავიდნენ გაჩერებაზე, როგორც იქნა.
ალბათ ყოველ წუთში გადაითვლიდა ხოლმე საწყალი
ქალი.
დააწყო ჭუკიები მწკრივში და
გაიდევნა წინ...
--------------------
mate

 


№20  offline აქტიური მკითხველი tengu

აქ ამათ ოცდათორმეტზე გაცილებით
მეტი კბილი უნდა
ქონდეთ პირში.
ასეთი ღიმილი თუ შეიძლებოდა
არვიცოდი. თანაც უცხო ადამიანს
გაუღიმო ასე გულითადად თანაც
ბუნებრივად.
ორ ხნიერ მამაკაცს ერთი ლამაზი
გოგონა ახლდა თან,
მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს.
ცოტა ხანში ისევ შემომხვდნენ. ამ
გოგონამ იმდენი კბილი გამომიჩინა,
ისე ბუნებრივი იყო მისი სიხა
რული ჩემთან შეხვედრისა,
რომ მეფიქრა მოვეწონე მეთქი,
ძალიან ბებერი ვიყავი მისთვის.
სულ მიკვირს. ალბათ უფალმა
რაღაც კოდი ჩაუდო ამათ . კოდი
გადარჩენისა.
ისე უხარიათ ერთმანეთის დანახვაც,
ბავშვებივით, ალალად.
როგორც გურულ ქალს, რომ ვერ შეატყობ,
წყინს თუ მართლა
ასე უხარია სტუმრის მოსვლა.
ალბათ დიდი სიყვარულის ნიჭი მისცა
ღმერთმა რათა გადარჩენის შანსი
ქონდეთ, მიუხედავად ასეთი თავისუფალი
ცხოვრების წესისა, როგორიც არის ამათთან
დამკვიდრებული.
არა, აქვთ, ბევრი დადებითი აქვთ
ფრანგებს...
@@@@@@@@@@@@@@@@@@
#####$$#########
&&&&&&&&&&
ადრე ვახსენე აქ ერთი ბიჭია 6
წელია მკურნალობს ყელის სიმსივნეზე.
უკვე ქიმიამ ისე გაუფუჭა სისხლი რომ
აღარ უკეთებენ.
ტკივილები აქვს სასტიკი. მორფინზეა.
ფრანგებს გამოუგონიათ წამალი, ახალი
ამბავია. ყველა მდგომარეობაში არჩენს.
სულ ას ადამიანზე გამოცადეს დაახლოებით
ჯერ. 80% მოარჩინა.
ამასაც შეთავაზეს. ბიოფსია აუღებს და
დადებითი პასუხი აჩვენა.
ასე რომ დაუწყებენ ამ საცდელ წამალს
და დიდი შანსი მიეცა იცოცხლოს.
იოანე ნათლისმცემლის ხატი შეეწია...
--------------------
mate

 


№21  offline აქტიური მკითხველი tengu

თქვენ იცინეთ, იცინეთ ჩემო ძვირფასებო
და, ყვავები კი აღარ ჩანან მესამე კვირაა,
სულ აქ რომ დასუნსულობდნენ და
ყრანტალით ყურები მიქონდათ...
--------------------
mate

 


№22  offline აქტიური მკითხველი tengu

მაგარი მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა მე და დემეს.
დავიჯენ გვერდით, მომადებს
თავს და ეს ნიშანია უნდა
მოვეფერო. ყოველთვის არ
არის ხასიათზე.
ჩავიკრავ მაგრად, და ვკოცნი
ხელეზე ყელში შუბლზე, ბევრს.
ის კი იცინის იცინის ბედნიერი.
მერე ვჭიდაობთ ხან ის მერევა
ხან მე, ამაზე სულ გიჟდება.
თუ საჭმელი მოშივდება წამავ
ლებს ხელს მაჯაზე და მაგიდისკენ
მეწევა. დავაჯენ
მაგიდასთან და უკვე კმაყოფილი
სახე აქვს ბებოს მომზადებული გემრიელი
სასუსნაოს მოლოდინში.
მერე წყალთან მიმიყვანს წყალს
დააყოლებს და ახლა გარეთ
მეწევა, ამას განსაკუთრებული
პრინციპულობით მოითხოვს.
გარეთ კიბეებით უნდა ჩავიდეს.
ავტობუსის გაჩერება დაიმახსოვრა,
საიდანაც ვარ
ჯიშზე დამყავს და იქ თუ არ
წავყევი ერთ უბედურებას ამი
ტეხავს. მივა დაჯდება გაჩერებასთან
სკამზე და ცქმუ
ტავს ავტობუსის მოლოდინში.
თუ ფეხზე დავაყენე ხტუნვას
იწყებს ანგრევს იქაურობას.
როცა დრო არ მაქვს ავტობუსს
ვეფარები რომ არ დაინახოს,
რას დაუმალავ, ატეხავს წივილ
კივილს. დღეს მეცალა და
რამდენიმე გაჩერებაზე წავიყვა
ნე. გადაირია ავტობუსში. ყველა
ჩვენ გვიყურებდა, ხალისობდნენ.
რომელ შენობაში შევდივართ
ვარჯიშზე ისიც დაიმახსოვრა.
გაჩერებაზე მიიხედა მოიხედა და
რომ ვერ იცნო ახლა იქ ამიტეხა
ამბავი. იწია და იწია უკან
ავტობუსისკენ.
დაიწყო ღრიალი. მერე ტრამვაი
ში ჩავსვი და დაწყნარდა. სახლ
ში ძლივს მივიყვანე.
ლიფტში ფრანგი დაგვემგზავრა
დემემ ბუქნაობა დაიწყო.
რომ გავდიოდით მიმახვედრა
ფრანგმა ლიფტში ხტომები არ
შეიძლებაო. შეეშინდა თურმე.
ერთი ხელი თუ მოგავლო
წამოხტება მაშინვე და ვერაფ
რით ვეღარ დააჯენ არის გაჭი
მული ვერ მოხრი, უნდა ატარო.
წყენა იცის თუ პატარა წაარტყი
გაირინდება, მოფერებას ელის.
თუ არ მოეფერე საქმე სერიოზულად
ყოფილაო და დაა
ღებს პირს, ვეღარ გააჩერებ.
ახლა ზის კმაყოფილი და უყუ
რებს მულტფილმებს, ბებიამისი
დროდა დრო ხან რას ჩაუდებს
პირში ხან რას, უგრაფიკო კვება
აქვს, იმასაც შოშიასავით პირი
აქვს სულ გაღებული.
მაგრამ პაპა მაინც განსაკუთრებ
ით უყვარს.
--------------------
mate

 


№23  offline აქტიური მკითხველი tengu

მიყვარხარ. მომენატრე საქართველოვ
--------------------
mate

 


№24  offline აქტიური მკითხველი tengu

მენატრება სილამაზე შენი
უფრო მეტად შემიყვარდი ვფიცავ
შემოდგომის ჭირნახული გშვენის
ჩემო მრავალ ჭირნახულო მიწავ.
შენ ღვთისმშობელს დაუდექი მონად
ერთი ორად მოგემატა ხიბლი
შეგისმინა მუხლმოდრეკილს თხოვნა
შენი ერი უფლის გზაზე ივლის
კლდესავით დგას კაცი წირვა ლოცვად
გვერდით, სწორად, აღმართულა ქალი
სიყვარული ეღვლინება ზეცად
გამოგვიღო სასუფევლის კარი .

მენატრება სილამაზე შენი
უფრო მეტად შემიყვარდი ვფიცავ
შემოდგომის ჭირნახული გშვენის
ჩემო მრავალ ჭირნახულო მიწავ.
შენ ღვთისმშობელს დაუდექი მონად
ერთი ორად მოგემატა ხიბლი
შეგისმინა მუხლმოდრეკილს თხოვნა
შენი ერი უფლის გზაზე ივლის
კლდესავით დგას კაცი წირვა ლოცვად
გვერდით, სწორად, აღმართულა ქალი
სიყვარული ეღვლინება ზეცად
გამოგვიღო სასუფევლის კარი .

შენი ჭირიმე შენია
შენით მაქვს დიდი დღენია
--------------------
mate

 


№25  offline აქტიური მკითხველი tengu

სულ ვფიქრობდი, ვინ შეიძლება გამოაფხიზლოს
ხალხი. მოდიან დროებითი ლიდერები,
ააფორიაქებენ, გააბრიყვებენ და მერე
ეფლობიან წუთისოფლის ჭაობში და,
ქრებიან, ისე რომ ხალხის სიძულვილი
მიაქვთ თან.
ერთხელ მოტყუებული ჭკვიანი მასა ფრთხ
ილობს. მისი მეორედ გაბრიყვება ძნელია.
ვიღაცა მაინც ახერხებს მათ აყოლიებას და
იგივე ემართება იმ ვიღაცას, რაც მის წინა
მორბედს.
ქვეყანა? ქვეყანა უკან მიექანება.
აი იქ ზემოთ, თავში რომ მოექცევიან,
უმრავლესობას თავიდან მართლაც აქვთ
კეთილშობილური მიზნები. მაგრამ იწყება
შემოტევა

ეს პატარა უკვე მტრებთან ბრძოლაში
გადაღლილი ქვეყანა. ძლიერი სახელმწ
იფოების ხელის შემყურედ რომ გადაიქცა,
ახლა ისინი კარნახობენ როგორ
მოიქცნენ და რა აკეთონ, ისე აკეთონ
რომ ჩვენი მხსნელების ინტერესები
იქნას გათვალისწინებული პირველ რიგში.
ხოდა ჩვენი ერთდღიანი ლიდერები,
ბრძნულად განსჯიან: აქ მაინც არაფერი
გამოვა და ჩემს თავს მაინც მივხედოო.
ჰოდა მერე იმათაც მიხედავენ ხოლმე,
ასეა დღემდე.
რაღაც უაზრო მავნებალი კანონი რომ
მიიღეს ამ საწყალმა მარიონეტებმა
ეკლესიამ აიმაღლა ხმა. დავინახე
ქუჩაში გამოსული მამები თავისი
მრევლით. და ეს ხომ უბრალო მოწოდებით
შეიკრიბა მრევლი სახელდახელოთ.
აქ მე დიდი ძალა დავინახე და გული
და გონება გამინათდა.
პატრიარქმა რომ მიუწოდოს ხალხს ამას
არ ვიტყვი. აბა ერთი პათოსით მოუ
წოდონ მთელმა სამღვდელოებამ მრევლს
ხალხო ქვეყანა გვეღუპება და გავწმინ
დოთ უწმინდურებისგანო?
მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება, ის შეგნებული
მასა, რომლების გააქტიურება ძალიან
ძნელია, ქუდზე კაცი გამოვა გარეთ და
გაწმინდავენ ქვეყანას(ხალხის ნებას
რომ უფალი ნახავს, დიდ ძალას მისცემს)
თავისუფალი ინსტიტუტებისაგან, ურჩხული
ქვეყნების ელჩებისგან. ათასი ძალით
შემოსახლებული ამერიკელი თუ სხვა
რჯულის შპიონებისგან. შიგნითაც საჭიროა
გაწმენდა.
თითქმის ყველა ტელევიზია უნდა ჩაირეცხოს
და სამშობლოს მოღალატეებს თავისი
მიეზღოს.
მეფე? მეფე თუ არა ხალხისგან აირჩეს
ხელისუფლება და მუდმივად აკონტროლოს
ისევ ხალხის მასებმა.
ბერის მოწოდებას გამოეხმაუროს ერი,
ფხიზლად ვიყოთ, ვილოცოთ, ვიშრომოთ,
ვიბრძოლოთ, ვადიდოთ უფალი,
ღვთისმშობელი ხომ არასდროს
მიგვატოვებს და.
მე სინათლე დავინახე და დიდი იმედი
მომეცა.
ვირწმუნე, რომ ეს არის გზა
საქართველოს ხსნისა, გაბრწყინებისა...
--------------------
mate

 


№26  offline აქტიური მკითხველი tengu

შორიდან უყურო ძნელია
მომაკლდა ზრუნვა და ალერსი,
ფესვები მიხმობენ მელიან
მშობელი მიწის ხმა ჩამესმის
გიყვარს და ვერ ისიყვარულებ
სუნი კი არ ქრება ხელიდან
გემოს აქ გვერდზეც ვერ დაუდგნენ
ნაყოფის მის უხვი მკერდიდან.
გამოცდა ეს არის თუ არის
მარტო ვარ პირისპირ ხიფათთან
ჩემი ძმა ჩემი და შორს არის
მოძღვარიც წამართვეს იმათმა.
ჭკუა ვის ვესესხო ვის ვკითხო
გავუძლებ? ავიტან ან ამას?
სოფელი სიფრთხილეს მოითხოვს
შეცდომის უფლება არა მაქვს
უმიწოდ უმოძღვროდ უდაძმოთ
ძნელია ბრძოლა კი იწყება
თუმცა შენ გენდობი უფალო
ვიცი ხსნა დროულად იქნება
--------------------
mate

 


№27  offline აქტიური მკითხველი tengu

მეც ...............................

თქვენ თავს ვფიცავარ და საერთოდ
ვინც ძალიან მიყვარს იმათ ვფიცავარ
და ყველას ვფიცავარ, ეს სრული სიმართლეა:
ისევ ჩემი ეზოს ყვავების შესახებ. თუ
მაინც გამოჩნდება, რომელიმე გზააბნეული
ყვავი და ჩამოჯდება ჩვენი ეზოს სა
ხურავებზე. მივალ ფანჯარასთან და,
ზოგი მაშინვე გარბის(აქ საინტერესოა
რომ მანძილი ჩვენს შორის ორმოცი ორმოც
დაათი მეტრია და მეტიც) თუ არა და
გადავსახავ ჯვარს და ცოტა ხნის მერე
გავხედავ, აღარ არიან.
ჯვარს მტრედებსაც გადავსახავ ხოლმე.
ისინი პირიქით მომრავლდენ.
ასე რომ მე რა გამოვდივარ?
ყვავების მომთვინიერებელი...
--------------------
mate

 


№28  offline აქტიური მკითხველი tengu

მე თქვენით ვცოცხლობ თქვენით
ვიღებ უფლის მადლს.

რა? სონია?
აღარაო?
ბეზსონნიცა
გამხდარაო
--------------------
mate

 


№29  offline აქტიური მკითხველი tengu



ჯვარს რომ დიდი ძალა აქვს ჩვენ ეს
ვიცით.
წმინდა გაბრიელს აქვს ნათქვამი დიდი
ძალა აქვს ჯვარსო და არ დაიზაროთ
რც შეიძლება გადაწერეთ ხოლმე ყველას
და ყველაფერსო.
ყველაზე შთამბეჭდავია თვითონ რომ
გამოცდი და შეიგრძნობ ჯვარის ძალას
შენ თავზე.
არავითარი მტკიცებულება არ მაქვს, ისე
უნდა დამიჯეროთ.
დღეს შუა დღეზე ფანჯარა გამოვაღე და
დავინახე რომ ჩემი მტრ

ედები წამოშლილან ერთად და შეშფოთებული
უვლიდნენ წრეს
კარგახანს ვუყურე და მერე დავინახე მათი
შეშფოთების მიზეზი.
მაღლა, ცაში რაღაც დიდი მტაცებელი
ფრინველი ირაოს უვლიდა. რამდენჯერმე
გადავწერე ჯვარი. ფრინველმა ნახევარწრე
შემოხაზა მხოლოდ ჩემს ბინას გადაუარა
და გაქრა. წუთიც არ გასულა მტრედები
მშვიდად ჩასხდნენ თავიანთ ადგილებზე.
ამას ვიცი რომ თქვენ დამიჯერებთ.
იმასაც დამიჯერებთ რომ თავში არ ამი
ვარდება, მაგრამ გულში კი ძალიან მიხარია
ჩემთვის და ვმადლობ უფალს...
--------------------
mate

 


№30  offline აქტიური მკითხველი tengu

10101010101010
------'''''''''------

ვაახ კაცოო!!!
საიდან გაჩნდა ეს მშვენიერი ქალბა
ტონი ამ უკაცრიელ ადგილზე???

არ ვიცი არ ვიცი არ ვიცი
მე ამას გავუძლებ? როდემდე
დარდი მკლავს მაწუხებს განვიცდი
ვინ მეტყვის სანამდე ვგოდებდე.
ტალღაა ხანდახან ისეთი
წალეკავს გულსა და გონებას
არ ჩამოიმუხლებს მცირედით
მოდის და ყველაფერს მოხეთქავს
ჩემს მიწას ვემთხვიო ვოცნებობ
უბეში თბილად რომ გამზარდა
მიცინის შორიდან, მომიხმობს
სხვა მიწას დროებით გამგზავნა
მოითხოვს ასმაგად ათასად
გულებში უხვად რომ დათესა
მამულის სიყვარულს გვასწავლის
გქონდეთო კანონად და წესად.
სიყვარულს მოითხოვს უფალიც
ისეთის თვითონ რომ გვაჩვენა
ვერ შეწვდნენ, არა აქვთ უნარი
ვერ იგრძნეს ამიტომ არ ჯერავთ
გავუთბოთ ერთმანეთს გულები
გვიყვარდეს, ვილოცოთ ჯვარს ვეცვათ.
მივმადლოთ ჩვენს მოყვასს ნუგეში
მთლად ზიზღსაც ნუ ვაფრქვევთ მტერზედაც.
გავუძლებ, ბოლომდე გავუძლებ
გულში მაქვს სათუთად ვინახავ
შემთხოვა პატივსვცემ, გავუგე
მას მერე მე აღარ მინახავს
--------------------
mate

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent