შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ შემეძლოს დაგაბრუნო მიწაზე ციდან


21-10-2017, 23:57
ავტორი bla.ell
ნანახია 3 596

ვუყურებ მოხუც ნაოჭიან
ბაბუას სახეს,
ღიმილი მიპყრობს სითბოთი
რომ ევსება ხედვა,
ვიხსენებ წუთებს...
იმ სიზმრებში სადაც კი ვნახე,
ვრჩები და მინდა დავაბრუნო!
აქ იყოს ჩემთან...

თვალები მაინც სევდისფერი
გამიხდა ბაბუ!
რჩევა მჭირდება შენგან თქმული
ბავშვი ვარ ისევ,
ვერ უძლებს გული ბაგა-ბუგს
და უაზრო კაკუნს,
ვიცი არ გიყვარს როცა ვტირი
ამიტომ ვითმენ...

ვითმენ და მაინც ყველაფერი
ამოდის ყელში!
მეგონა დაბლა დარჩებოდი
შენ ცაში წადი.
აქ მოდი ჩემთან!ჩამეხუტე
დარდები მიტევს.
დაგიწერ ლექსებს,
მომინდება უბრალოდ წავშლი.

ნეტავ შემეძლოს დაგაბრუნო
მიწაზე ციდან.
მიმძიმს ყოველი შენზე ფიქრი
მაღელვებს იცი?!
როგორც ზღვას ქარი...
გეფიცები მე ყველა წმინდანს,
უშენოდ სიცილს ფასიც არ
აქვს უბრალო ჩალის.


ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი mkvdari

chemi ojaxi gaanadgures chemianebi amoxoces ertma profesorma shemifara mas qvia charli man chemi azrebi waikitxa magram ukiduresi shemtxveva iyo rogorc iyo me ert erti mutanti var axla ki yvela mutanti unda vipovo reini shtormi skodi romelic daikargnen magens vipovi da davbrundebi chem momavalshi

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მერე რა, ბაბუ, ჩემს თვალის ჩინს რომ ვერ გაკოცებ,
და ჩემს განთიადს კალთაში რომ ვეღარ ჩაგისვამ,
ვეღარ ამივა შენს ღიმილზე წნევა ასოცზე და
ლამაზ ხელებს ჭაღარაზე ვერ გადამისვამ..

განა შეშვენის ჩემს პირიმზეს გულის ტკივილი,
არა, უჩემოდ ჩემი მზე მე ვიცი არ ჩავა,
მე მესმის, ბაბუ, მთვარეული სულის კივილი და
როცა გტკივა, როცა მნატრობ, გწამდეს, აქა ვარ..

დაკოჟრილ ხელებს გადაგისვამ მძინარეს შუბლზე,
და დილის ნამად გადიქცევა ობოლი ცრემლი,
რომც ეტეოდეს დედამიწა ამ ხელისგულზე,
მე მაინც ღიმი შემრჩებოდა ბაბუა, შენი.

დავფრინავ ცაში, ისე როგორც ბარში არწივი,
და აღარ იცის ჩემმა გულმა გრძნობით გადაღლა,
ის სათნოება შენმიერი, ახლა ბავშვივით,
ყოველ საღამო მელოდება საზღვარს გადაღმა..

ბაბუ, ცხოვრებას თუკი ერთხელ მძიმედ დასჩემდი,
მერე ასეა, მარწუხებში რაკი ფართხალებ,
სხვისია იგი, შენ წილ სუნთქვით ვისაც არჩენდი,
ბრალი არა აქვს, ღალატს ტყვილად ნუ დააბრალებ.

რომ უეშმაკოდ გაღატაკდა ბაბუ ედემიც,
რადგან ეშმაკიც შვილი იყო იგივ ღმერთისა,
მე სად დავბრუნდე აბა, ბაბუ, შენი ბებერი,
თუ შვილს მამასთან დაბრუნება ჯერ ვერ ეღირსა.

აქ ერთად მოვთქვამთ ბედისწერის უკუღმართობას,
ის უმზერს ჩასულს, მე კი გხედავ მზეს ამომავალს,
ორივეს გვჯერა, ბედი წელში გაიმართება და
მზენი ჩვენი კვლავ შექმნიან ერთად მომავალს...

ტკივილი, ბაბუ, ნიშანია მხოლოდ ცხოვრების,
და უმისობა მანდ მხოლოდ მკვდრებს თუღა აწუხებთ,
და თუკი გტკივა, გწამდეს, ცხოვრობ და შენ ცხონდები და
უტკივილოდ ან ვინ ელის ციდან საჩუქრებს?!

ჩემი თვალები მე აქაც კი შენით მევსება,
ო რომ იცოდე რა რთულია სითბოს შენახვა,
აქ ღმერთით მიწევს უშენობის ბაბუ, შევსება,
და მაინც ბაბუ, ჩემი ღმერთი აქაც შენა ხარ...

 


№3  offline მოდერი bla.ell

აკუნა ყოველთვის რატომ მატირებ შენი ლექსებით,როგორ მომეწონა,
ისიც კი წარმოვიდგინე თითქოს ჩემი ბაბუკი ამბობდა როგორ მომენატრა...მადლობა შენ!❤ყოველთვის მაოცებ❤❤

 


№4 სტუმარი Qeta lea

რაა კარგი იყო თვალები ამიწყლიანდა...მეც მენატრება ჩემი მოხუცი ბაბუა...
#ლაზარე13 შესანიშნავი პასუხი იყო

 


№5  offline მოდერი bla.ell

Qeta lea
რაა კარგი იყო თვალები ამიწყლიანდა...მეც მენატრება ჩემი მოხუცი ბაბუა...
#ლაზარე13 შესანიშნავი პასუხი იყო

ჰო საშინლებააა ის რომ გენატრება ვისაც ვეღარასდროს ნახავ...
მადლობა საყავრელო გამიხარდა შენი კომენდარი...გეთანხმები აკუნა მართლაც შესანიშნავად წერს...❤❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ყველაფერი საუკეთესო საუკეთესოთათვის, შენ დაიმსახურე, ვიფიქრე ცოტა მაინც მოგეშვებოდა გულზე

 


№7  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
ყველაფერი საუკეთესო საუკეთესოთათვის, შენ დაიმსახურე, ვიფიქრე ცოტა მაინც მოგეშვებოდა გულზე

ჰო რაც იფიქრე სიმართლე აღმოჩნდა უღრმესი მადლობა აკუნა ძალიან გამახარა შენმა კომანტარმა heart_eyes

koko13
კარგი იყო ელ heart_eyes

მადლობა კოკო❤

 


№8 სტუმარი გვანცა))

რა კარგი იყო

 


№9  offline მოდერი bla.ell

გვანცა))
რა კარგი იყო

მადლობქ გვანციი ძალიან გამახარეheart_eyes

 


№10 სტუმარი Zalian kargi leksia

ლაზარე 13
მერე რა, ბაბუ, ჩემს თვალის ჩინს რომ ვერ გაკოცებ,
და ჩემს განთიადს კალთაში რომ ვეღარ ჩაგისვამ,
ვეღარ ამივა შენს ღიმილზე წნევა ასოცზე და
ლამაზ ხელებს ჭაღარაზე ვერ გადამისვამ..

განა შეშვენის ჩემს პირიმზეს გულის ტკივილი,
არა, უჩემოდ ჩემი მზე მე ვიცი არ ჩავა,
მე მესმის, ბაბუ, მთვარეული სულის კივილი და
როცა გტკივა, როცა მნატრობ, გწამდეს, აქა ვარ..

დაკოჟრილ ხელებს გადაგისვამ მძინარეს შუბლზე,
და დილის ნამად გადიქცევა ობოლი ცრემლი,
რომც ეტეოდეს დედამიწა ამ ხელისგულზე,
მე მაინც ღიმი შემრჩებოდა ბაბუა, შენი.

დავფრინავ ცაში, ისე როგორც ბარში არწივი,
და აღარ იცის ჩემმა გულმა გრძნობით გადაღლა,
ის სათნოება შენმიერი, ახლა ბავშვივით,
ყოველ საღამო მელოდება საზღვარს გადაღმა..

ბაბუ, ცხოვრებას თუკი ერთხელ მძიმედ დასჩემდი,
მერე ასეა, მარწუხებში რაკი ფართხალებ,
სხვისია იგი, შენ წილ სუნთქვით ვისაც არჩენდი,
ბრალი არა აქვს, ღალატს ტყვილად ნუ დააბრალებ.

რომ უეშმაკოდ გაღატაკდა ბაბუ ედემიც,
რადგან ეშმაკიც შვილი იყო იგივ ღმერთისა,
მე სად დავბრუნდე აბა, ბაბუ, შენი ბებერი,
თუ შვილს მამასთან დაბრუნება ჯერ ვერ ეღირსა.

აქ ერთად მოვთქვამთ ბედისწერის უკუღმართობას,
ის უმზერს ჩასულს, მე კი გხედავ მზეს ამომავალს,
ორივეს გვჯერა, ბედი წელში გაიმართება და
მზენი ჩვენი კვლავ შექმნიან ერთად მომავალს...

ტკივილი, ბაბუ, ნიშანია მხოლოდ ცხოვრების,
და უმისობა მანდ მხოლოდ მკვდრებს თუღა აწუხებთ,
და თუკი გტკივა, გწამდეს, ცხოვრობ და შენ ცხონდები და
უტკივილოდ ან ვინ ელის ციდან საჩუქრებს?!

ჩემი თვალები მე აქაც კი შენით მევსება,
ო რომ იცოდე რა რთულია სითბოს შენახვა,
აქ ღმერთით მიწევს უშენობის ბაბუ, შევსება,
და მაინც ბაბუ, ჩემი ღმერთი აქაც შენა ხარ...


Zalian kargi leksia

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ვუყურებ მოხუც ნაოჭიან
ბაბუას სახეს,
ღიმილი მიპყრობს სითბოთი
რომ ევსება ხედვა,
ვიხსენებ წუთებს...
იმ სიზმრებში სადაც კი ვნახე,
ვრჩები და მინდა დავაბრუნო!
აქ იყოს ჩემთან...

 


№12  offline მოდერი bla.ell

terooo
ვუყურებ მოხუც ნაოჭიან
ბაბუას სახეს,
ღიმილი მიპყრობს სითბოთი
რომ ევსება ხედვა,
ვიხსენებ წუთებს...
იმ სიზმრებში სადაც კი ვნახე,
ვრჩები და მინდა დავაბრუნო!
აქ იყოს ჩემთან...


თეროო დიდი მადლობა რომ წაიკითხეheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent