შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩა, შევეშვი უშენობას...


22-10-2017, 01:41
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 591

მორჩა, შევეშვი უშენობას, ნუღარ მავიწყებ,
რომ წახვედი და აწი უკვე არსად აღარ ხარ,
დღეს არა, ხვალე, კვლავ შენზე ფიქრს როცა დავიწყებ,
მოეჩვენება ჩემს ანგელოზს უკვე გადახრად.

ო, მერამდენედ მიგატოვე, იცი ფიქრებში?!
თანაც უსიტყვოდ, უღიმილოდ, ისე, აგდებით,
განმეორდები ნაახალწლევს ვიცი ფიფქებში
სხვის ოცნებებში ნამღერი და გადანაგდები..

მე არ მივყვები ამ ცხოვრებას, უკვე დავნებდი,
რა ვუყოთ მერმე, მარტოობა ჩემთან ჩამოდგა,
და ის სანთლები, დანო ჩემნო თქვენ რომ ანთებდით,
შეუწყნარებელ სულთან ერთად ბნელში დაობდა.

დავსევდიანდი უცნაურად მშობელ ღმერთივით,
მხოლოდ ქარია უთაურად ცელქი, თავნება,
მფერფლავს გრძნობები, შიგნიდან ჭამს სხეულს კეთრივით
და დილის ცვარი მლოცველივით შუბლზე მადნება.

არ აქვს რიონი, არც სიონი ჩემს ბებერ ქალაქს,
რომ ილოთო ან ღირსეულად დაიხრჩო თავი,
ერთი მდინარე ჩამოუდის უდაბურ ალაგს,
ისიც თურქული, ჭუჭყიანი, ნახევრად მკვდარი.

ნახევრად ლოცვით ჩავუარე მძინარე ქუჩებს,
მთელი საღამო სუნი მცემდა ცოფიან ძაღლის,
ივლის ივლის და იმ დორბლიან დაღოჯილ ტუჩებს,
მაინც და მაინც ზედ მომადებს ეგ მამაძაღლი.

ვგდივად და ვლექსავ უმიზნობას ისე დაღლილი,
ჩემი მენჯები ფეხის გლოვას ვგონებ გადაჰყვა,
შე დალოცვილო, ვიღაცა ხარ ნერვზე აშლილი,
არ მოგეწონა? გაატარე.. ზედ არ გადამყვა?!



№1  offline მოდერი nicol

ბოლო სტრიქონი მაგარი იყო stuck_out_tongue_closed_eyes
ლექსი მმეწონა
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline მოდერი bla.ell

უნიჭიერესიიიიი ვაიმე აკუნა ამბოლოს აი რასაც ქვია ვგიჟდები შენს ლექსებზე!
ძალიან მაგარია უმაგრესი საკუთარ თავს ვეკამათებოდი არა ეს ტაეპია კაი არა ეს ტაეპი. მივყვებოდი და ყველა წინადადება მომწონდა,ძალიან კარგია❤❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
უნიჭიერესიიიიი ვაიმე აკუნა ამბოლოს აი რასაც ქვია ვგიჟდები შენს ლექსებზე!
ძალიან მაგარია უმაგრესი საკუთარ თავს ვეკამათებოდი არა ეს ტაეპია კაი არა ეს ტაეპი. მივყვებოდი და ყველა წინადადება მომწონდა,ძალიან კარგია❤❤❤❤❤


ამივარდეს თავში? იცოდე აღარ დამივარდება laughing

 


№4  offline წევრი Mtirala

ნერვზე აშლილიო... ჩემზეა ზუსტად :დდ
მომეწონა ძალიან.
წარმატებები
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Mtirala
ნერვზე აშლილიო... ჩემზეა ზუსტად :დდ
მომეწონა ძალიან.
წარმატებები


ვეცდები ყველანაირად smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent