სადღაც ქუჩაში...!
სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა... სადღაც ქუჩაში ლანდი გამოჩნდა... ფეხს უჩქარებდა, ალბათ სციოდა... ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა... პატარა გულში ტკივილს მალავდა, გული კი უკვე ძლიერ ღელავდა... სიცივისაგან სულ კანკალებდა, ხელებს კი პატარა ჯიბეში მალავდა... სანაპიროსკენ გზას რომ ჩაუყვა, იქვე შეჩერდა, კიდევ ჩაფიქრდა... მწარე უარი რომ გაახსენდა თავი დახარა და ისევ ატირდა... დასრულდა უკვე მისთვის ყოველი... მის ბოლო წუთებს ითვლიდა... არ ადარდებდა მას არაფერი და ნაპირთანაც ახლოს მივიდა... სადღაც ქუჩაში ბიჭი გამოჩნდა... ალბათ გოგონას პოვნას ჩქარობდა... გოგონას გული უკვე არცემდა და ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა...! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.