ისევ შენზე
გულში ისევ სევდის ფარდა ჩამოეშვა, სულში ისევ მონატრების რეკენ ზარებს, მოლოდინში რამდენი დღე გაილია კიდევ რამდენს მივუხურავ სევდის კარებს. თვალში ისევ შენზე ფიქრის ლანდებია, ისევ შენზე მონატრება ათევს ღამეს, ფანჯარაში მთვარეს ნისლი დასდებია, ეხლა უკვე თვალცრემლიანს მეტყვის რამეს. ჩემს ოთახში ნაცრისფერი ფერებია, ისევ მოდის სევდიანი მთვარე, გათენებას ველოდები თვალებღია, რომ გავიდეს ეს უძილო ღამე. უსასრულო მეჩვენება ჩემი დარდი, ნეტავ... ბოლო მოეღება ლანდებს? ისევ მინდა გათენება მიხაროდეს და ნათელი ედებოდეს მთვარეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.