შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვიანია


30-10-2017, 13:59
ავტორი მარიტაა
ნანახია 1 655

ამ სიცივეში ჩაიძირა სული მშფოთვარე,
ამას წინათ ხომ უმოწყალოდ გული მომპარე,
მე ჩემი თავი გიწყალობე,სულ მთლად მოგანდე,
შენ კი ჩემს გულში სულ სხვა,თურმე სულ სხვა მოლანდე.
როს დაინახე როგორ გაკრთა ოცნება მკრთალი
როს დაინახე როგორ გაჩნდა გრძნობათა ალი,
მაშინ შენს თავში დაიბადა ფიქრები მყრალი
და ჩემს სახლის წინ გამოცხადდი საოცრად მთვრალი.
როცა გაგიღე სახლის,როგორც გრძნობების კარი,
იქ შემიცვალე უმოწყალოდ ავდარით დარი,
ჩემი ღიმილიც აღარ იყო ისეთი ლაღი,
შენ მე გამწირე,დამიმსხვრიე ოცნების თაღი.
როს მიმატოვე და რომ გაქრი ჩემი გულიდან
თუმც არა,ვცრუობ,არ წასულხარ არსდროს სულიდან!
მაგრამ მე როცა სიამაყემ დამრია ხელი
მაშინ მოგინდა სიყვარული შენ უკვე ჩემი.
როს უკვე მივხვდი რომ ცხოვრება არ იწყებს შენით
მაშინ გაღვივდა და გაცეცხლდა გრძნობები შენიც.
,,და ეს ცხოვრება სულ არ არის ისეთი გრძელი,
უერთმანეთოდ რომ განვლიოთ თუნდ წამი ერთი",
ასეთი იყო შენი სიტყვა მრავალის მთქმელი,
მაგრამ ხშირად ხომ გვიანია გრძნობები ცხელი.



№1 სტუმარი day

Aრ მიყვარს ასეთი რიტმა მაგრამ
Lექსის აზრი მომეწონა...

 


№2  offline წევრი მარიტაა

day
Aრ მიყვარს ასეთი რიტმა მაგრამ
Lექსის აზრი მომეწონა...

მადლობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent