შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..როგორც მეტსახელად გულქვა..


5-11-2017, 00:55
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 870

ახლა ღამეა და შორს ხარ,
ახლა ფიქრებს გიშლის ქარი,
თურმე ადრე იყო მოსვლა,
ჯერ არ შობილიყო ქალი..

დედის დაგფენია ღიმი,
როცა ჯერ თვითონ ხარ ბავშვი
და ის ერთადერთი სიმიც,
ვეღარ აგაწყვიტე მაშინ.

თვალი დალბებოდა ცრემლით,
ლამაზის ვერ ვიტან გლოვას,
რომ დღეს გაძრცვნილია ბევრი,
ზოგის თავში ფიქრად მოვა..

ვერვინ ვერ გაუგებს გედებს,
რატომ დასტირიან საქმროს,
ან ტყით გადასერილ სედებს,
ყოფნა რატომ უნდათ მარტო..

ვეღარ გავიგონებ სიცილს,
ქარი არ მომიტანს სურნელს
ამ ომში მომკლავენ, ვიცი..
მერე ზედ დამაყრი კუნელს.

იით მომიქარგავ საფლავს,
ვარდით დამიფარავ ტუჩებს,
იცი, როგორ მინდა ახლა,
ამ ბნელ მოჰყვებოდე ქუჩებს..

ღიმით მოჰყვებოდე ჩემკენ,
ცოტა შემცივნული ქარში,
ლამის უნახავი ერთ თვეს,
მაგრად მოგეხვიო კარში..

ვიცი, აწი აღარ მოხვალ,
ან თუ მოხვალ, უკვე სხვისი,
ზაფხულს შემოდგომა მოჰყვა,
სითბოს რაც მოყვება, იცი..

როგორ მენატრები მაინც,
თუმცა არ ვნანობ და ვწუხვარ,
ჩემი სახელია, აინც..
როგორც მეტსახელად გულქვა.



№1 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ბოლოს წინა კუბლეტზე გავჭედე,
კარგი ხარ ძალიან

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

გამაჟრიალა
ძმა მაგარი იყო განსაკუთრებით
ბოლო ორი კუბლეტი

 


№3  offline წევრი Mtirala

"ვიცი, აწი აღარ მოხვალ,
ან თუ მოხვალ, უკვე სხვისი,
ზაფხულს შემოდგომა მოჰყვა,
სითბოს რაც მოყვება, იცი..."

ამაზე დამიარა... გამაჟრიალა.
როგორ სხვანაირად ხედავ სამყაროს.
კარგი ბიჭი ხარ.
წარმატებები.

პ.ს. "მტირალა" ისე მაწერია :))) სახელს იშვიათად ვამართლებ :))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ვერვინ ვერ გაუგებს გედებს,
რატომ დასტირიან საქმროს,
ან ტყით გადასერილ სედებს,
ყოფნა რატომ უნდათ მარტო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent