მივდივარ
რადგან ვარსებობ არ ნიშნავს რომ "ვამქვეყნიურობ" რადგან მიყურებთ არ ნიშნავს რომ "ვადამიანობ" როცა ჩაძინება მაქვს ოცნებებად გაშლილი გიყურებ და შურისგან მიწითლდება ღაწვები. იმის გამო არა რომ წმინდანობას "ვაწვები", ფსალმუნების წაკითხვა სასუფეველს არ ნიშნავს, მინდა გულთან აისს რომ შეერევა ფერები ვიგრძნო სათნოებისფრად სიმშვიდე რომ ევლება. ალკოჰოლი ვერ მომწყვეტსს უშენობის ტკივილებს, მომწყდარ ცრემლებს დროებით საუბარიც ამშვიდებს, როცა ლექსის მანერა მეძალება თითებში ვფიქრდები და - სამყაროვ! - შენად აღარ ვითვლები. ეზიარო სიმშვიდეს მუდამ შვება როდია, ჰარმონია დაკარგულ ნეკნს ვერასდროს ამთელებს, როცა ადამიანობასთან ვერაფრით ვერ მართლდები მიდიხარ და უაზრო ნაბიჯებსაც არ ტოვებ. მინდიხარ და სიბილწე ამ სიტყვიდან შორია, შენთან ყოფნის სურვილებს სექსს ვერაფრით ავკიდებ, დახრილ თვალის სიგიჟე სულს რომ ასე აკლია შენთან ერთად სიბერის ოცნებებში ავრიე. როცა სული სათრევად ჩემ სხეულზე მძიმეა , საზოგადოდ "გიჟს" უკვე ვესად ვეღარ მამჩნევენ, როცა ჩაძინება მაქვს ოცნებებში კელაპტრად მივდივარ და ანდერძად ნეკნსაც არ დაგიტოვებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.