შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო


19-11-2017, 01:38
ნანახია 2 567

წუხელ წიგნები გადმოვყარე (ყველგან გეძებდი),
ვკითხულობდი და ვხვდებოდი რომ არსად ეწერე.
ჩვენს ძველ სურათებს ვუყურებ და ვეღარ ვეხები
- რა მარტივი ვარ... არადა შენ როგორ გეძნელე.

შემოდგომაა... მიიწურა თითქმის სეზონი
კალენდრის ენით ნოემბერი - რიცხვი თვრამეტი
ამ დროს შარშანაც ვიდექი და ჩუმად გელოდი,
ამ დროს შარშანაც დამტოვე და ჩემგან წახვედი.

დამტოვე როგორც მზის მწველ გულზე ციცქნა ყვავილი,
არც კი ეცადე დაგეჭირა გრძნობის სადავე.
ჩემი წიგნიდან მოხეული ის ხარ ნაწილი,
სადაც უნიჭომ შენი სახე ვერც კი დავხატე.

შემოდგომაა... (ჩემთან უკვე დადგა ზამთარი),
მორცხვი ბავშვივით გავწითლდი და ფიქრი მაღონებს.
კვლავ გამახსენდა ის მომენტი შენც რომ აქ მყავდი
და გამახსენდა პირველად რომ მორცხვად გაკოცე.

სამჯერ წახვედი... სამივე გზას მოჰყავდი ჩემსკენ
დაბრუნება კი არასოდეს იყო გვიანი.
იცი? წაკითხულ ძველ წიგნებში შენ აღარ გეძებ,
უნდა ვიპოვო ჩემში მყოფი ადამიანი.

შემოდგომაა... ნოემბერი - რიცხვი თვრამეტი
დღე შაბათი და ტკივილები ასუსტებს ჰაერს.
მე შევიცვალე იმის შემდეგ რაც შენ წახვედი
და სიკვდილამდე თითო თითოდ მითვლიან წამებს.

გავა წლები და გაგახსენებ როგორ ვეწვალე,
რომ ყველა შენი ჩუმი გმინვა მატყვია სულზე.
'არ დამივიწყო' გევედრები ( როგორც კესანე ),
ძლიერი არ ვარ... მე უბრალოდ ტკივილებს ვუძლებ.



№1 სტუმარი Sana

შენი ლექსებია ჩემი სულის ამოძახილი და ხანდახან მგონია რომ,ჩემში ცხოვრობ.მაბედნიერებს ის ფაქტი,რომ არსებობ და ასეთი უცხო ასეთი ახლობელი ხარ.სასიამოვნოა გკითხულობდეს ვინმე ზედმეტი შეხედვისა და შეხების გარეშე.დაუსრულებლად შემიძლია გესაუბრო ჩემს ემოციებზე შენი ლექსების წაკითხვის შემდეგ.შეუდარებელი ხარ და მე შენ გყვარობ:-)

 


№2  offline წევრი kaisha13

სიტყვები მეზედმეტება ემოციის გამოსახატად... საუკეთესოა...წარმატებებიი...

 


№3  offline წევრი ki si

Sauketesoov. Ar vacharbeb martla yvelaze metad miyvars sheni leqsebi ragacnairia yvelastvis gasagebi advili da emociit savse.

 


№4  offline წევრი N.yviralashvili

დღეს ნოემბრის ჩვიდმეტია
დღეს მეტად გაყვითლდენენ ერთ დროს მწვანედ მოფარფატე ფოთლები . დღეს ნოემბრის ჩვიდმეტია ამდღეს დაბადებული შენ შემოგყურებ და ველი გადმოდგმულ ერთდროს ნანატრ ნაბიჯებს
დღეს ნოემბრის ჩვიდმეტია და გაყვითლებულ ფოთლებში შენს სახეს ვეძებ
დღეს ნოემბრის ჩვიდმეტია და მე გილოცავ ამ დღის დადგომას ამ დღეს ხომ შენ დაიბადე ამ დღეს ხომ შენ მოევლინე გამხმარ ფოთლებში
დღეს ნოემბრის ჩვიდმეტია და ამ დღის საღამოს ისევ ისვრიან ჰაერში ტყვიებს .
დღეს ნოემბრის ჩვიდმეტია და მე არ მავიწყდება არა იმიტომ რომ ნოემბერეია არამედ ინიტომ რომ დღეს ნოემბრის ჩვიეტია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent