შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ცოდვათა ქალაქი"


21-11-2017, 01:37
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 466

მე აღარ მათრობს სიხარულო, სურნელი შენი,
ამ განთიადზეც საწოლიდან მზის სითბო ამყვა,
რომ თურმე მხოლოდ ზღაპარია ეს ტრფობა ჩვენი,
და აი, ბნელი, საშიშარი, სამყაროვ, აქ ვარ!

შეუბორკია ფრთები ჩემი, მძიმე ბორკილებს,
და რაკი აიაზმა ღვთისა, უღვთოდ გავეცი,
ნახავთ, რა ხდება, როცა შვილი წაიფორთხილებს,
და ხელს დედისას ზე არ აჰყავს.. დიახ, დავეცი..

მოდით, შეკრიბეთ, დანო ჩემნო, სევდად ცრემლები,
სულში შობილი ბოროტება იქნებ დაახრჩოთ,
ნახეთ, ის ვარდი ედემისა, ანაცრემლები,
მდუმარე ქვიშათ სიმარტოვემ როგორ დააჭკნო...

გაფანტეთ სევდა.. უკვდავების დაშრიტეთ ქარი..
იქნებ ლახვარმა წმინდანისამ ჩემს გულს უწიოს,
მოდით, აღანთეთ სანთელნი და ატირეთ ქნარნი,
და მოიხილეთ სატანჯველთა ქვევრი უძირო..

დიახ, მე დავწერ გაგრძელებას ამბისას სისხლით,
რომ იმ დაემონს დაბნელება მზის რომ ეამა,
გადმოუვიდეს თვალებიდან უცოდველთ სისხლი,
და ტაბლა იგი საქორწინო გადექცეს არმად.

სადა ხართ ძმანო, გამითხარა ბედმა საფლავი,
მოდით, მოჯარდით ჯოჯოხეთთან, მოდით, დამმარხეთ,
ვატყვივარ მიწას, ვიხრწნები და არ მყავს დამფლავი,
მომხედეთ სანამ ბედისწერა მეც დაღს დამამჩნევს..

გარს შემორტყმიან ცოდვათ ქალაქს მკვდართა სულები,
სხვათა სიკვდილის სიკვდილი სურს ყველას იხილოს,
ამოუჭრიათ ყრმა ჩვილთათვის მტარვალთ გულები,
დე უსიცოცხლო ბავშვთა გვამთა, გძულდეთ, იყვირონ...

ეშვება ფრთები.. დაბორკილი შავი ტრაურით,
გლოვობს მებრძოლი მერამდენედ.. თავის დაცემას,
ჩაიქირქილებს მაჯლაჯუნა ბნელი აურით,
და განუმზადებს კარიბჭესთან კოცნით გაცემას...



№1  offline წევრი ფერადიი...

ხანდახან შენს ლექსებზე სიტყვები ზედმეტია

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფერადიი...
ხანდახან შენს ლექსებზე სიტყვები ზედმეტია


გონიერება ყველაზე მეტად დასაფასებელია შენში.. შენისთანა მკითხველისთვის ღირს წერა.. blush

 


№3  offline წევრი ფერადიი...

იიი ჩაქრი
მადლობ გენაცვალე კიჭი კიჭმა ხო გაგიარა?

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფერადიი...
იიი ჩაქრი
მადლობ გენაცვალე კიჭი კიჭმა ხო გაგიარა?


ჩავქრი და ვეღარ მიპოვა სიბნელეში laughing გაიხარე მოკითხვისთვის

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენი ხანია გელოდები

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
რამდენი ხანია გელოდები


ვერ მიგიხვდი.. რატომ მელოდები?

 


№7  offline მოდერი bla.ell

აკუნა რა კარგი ბიჭი ხარ ნუუ,
აუ რამდენიხანია არ წამიკითხავს ლექსები არც სხვების წამიკითხავს ამბოლოს...ჩამოვრჩი აქაურ ცხოვრებას,ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ჩემთვის ისევ უნიკალურია შენი შემოქმედება,მაოცებ კარგო პოეტო❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
აკუნა რა კარგი ბიჭი ხარ ნუუ,
აუ რამდენიხანია არ წამიკითხავს ლექსები არც სხვების წამიკითხავს ამბოლოს...ჩამოვრჩი აქაურ ცხოვრებას,ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ჩემთვის ისევ უნიკალურია შენი შემოქმედება,მაოცებ კარგო პოეტო❤


ბლა ბლა ბლაა, ლა ბლა ბლაა, ბლა ბლა ბლა ბლა ბლაააა....
დაბრუნებისა იყოს, პოზიტივო blush

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე 13
terooo
რამდენი ხანია გელოდები


ვერ მიგიხვდი.. რატომ მელოდები?

შენს შემოქმედებას ველოდიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent