შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარ გოგოს


10-12-2017, 17:14
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 280

მე ყოველ დილით ვიღვიძებ ფიქრით
თუ როგორ გითხრა ეს სიყვარული
მაგრამ ყოველთვის ვარ იმის შიშით
ეს პასუხი არს უარ ფარული

მე სულ ყოველთვის ვშიშობ გაწყინო
რადგან გავქრები შენი ველიდან
მე არასოდეს მინდა გატკინო
გული რომელიც მიყვარს შენიდან

ალბათ ვერასდროს ვიქნებით ერთად
შენ არ გიყვარვარ და ხარ ჩემს ღმერთად
ჩემო სიცოცხლევ შენთვის ვიცოცხლებ
ჩემო ცხოვრებავ შენთვის ვიცხოვრებ

მე შენ მიყვარხარ ჩემო აისო
ამავდროულად ჩემო დაისო
შენ ხარ ჩემი მზეც და მთვარეც
და ჩემი ნათელი არეც

შენთვის თავს ვწირავ ნებისმიერ დროს
არ გიღალატებ მე შენ არასდროს
შენი გულისთვის დავთმობ ყველაფერს
და ვუღალატებ ყველას, ყველა ერს

მე შენს მიმართ მაქვს დიდი გრძნობები
და მე არასდროს გემშვიდობები
მე შენ ყოველთვის დაგელოდები
შენ ხომ არასდროს განმეორდები

მე იმედი მაქვს შეგიყვარდები
და შენ ოდესმე ჩემი გახდები
სულ ერთია ეს როდის მოხდება
ჩემი იმედი არ გაორდება

შენზე ფიქრები მე არ მასვენებს
უარის შიში მუდამ მაფერხებს
შენ, ანგელოზო, მე მაჯადოვებ
და ჩემს სიყვარულს შენ აფართოვებ

როცა გადავწყვეტ მე რაღაცის თქმას
მაშინ დავიწყებ შავი ღვინის სმას
მე შენს სიყვარულს სულ თავს შევწირავ
მე შენგან მარტო არაფერი ვარ

ჩემო ანგელოზო ჩემო დედოფალო
ჩემო პრინცესავ და ჩემო უფალო
შენ მზის სხივიც ხარ ოღონდ სულ ჩემი
შენით სავსე მაქვს გრძნობების გემი



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ორივე ლექსი ძალიან მომეწონა

 


№2  offline წევრი Buka13

კარგი ლექსია

 


№3  offline წევრი მინდა ვწერო

საოცრებააა!სიტყვებიც კი ზედმეტია,სრულყოფილია! :* >3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent