შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოცელეს ხმები..


11-12-2017, 01:18
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 503

მოცელეს ხმები.. აღარ ისვრიან,
ვიღაც გადურჩა სიბრძნით წვალებას,
მელოდებოდი.. მე არ მისვრია..
არც ტყვია ნიშნავს გარდაცვალებას..

გიჟი არა ვარ, მინდა, იცოდე,
სულმკვდართა სახლის ხისფერ კედლებში,
მიჰკივის ისევ, უხმობს სიცოცხლეს,
მქუხარე ლექსით გიჟი ტერენტი..

ავად ვარ ახლაც, წუხელ ვკვდებოდი,
მე არ მიცნობდა, მოჰკლეს ზოზია,
რა კეთილია ზოგჯერ დემონი,
და რა მრისხანე ანგელოზია!

ანგელოზია.. დიახ, იცნობდეთ,
ჩამოუგდია იგი არავის,
ო რა ღრმა იყო.. ღირდა, შეცნობად,
მზერა მსუბუქი და შემპარავი..

მეხვევა სუნი, სულით მეძავის,
ან აქამომდე რით ვერ დამნებდა,
რაზე ფიქრობდნენ ზემოთ ნეტავი,
შუა ექსტაზში როცა გათენდა..

ექვსი წელია ადევს ლაგამი,
პირს ეშმაკისა და მე აღარ ვსვამ,
რა გულუბრყვილო იყო ადამი,
ღვთაებრივ ედემს ვაშლი განძარცვა..

ლოყაწითელა, ბუნჩულა ვაშლი,
და მერე რა თუ აგემა ევამ,
რომ უსირცხვილოდ ეყოლად ბავშვი
გადაექცევა მათ ჯილაგს ჩვევად..

იწვა აკვანში ცოდვა კუთვნილი,
ღიმილით, ისე, როგორც მოკვდავი,
და გველს როდესაც ლუკმას უთვლიდი
ლოყაწითელა ვაშლით მოგკალი...

იყო სიკვდილი.. სინდისსაც გაცდა,
და მოეცარათ ღვთაებებს ხელი,
ალბათ არ ღირდა ის ცოდვა დაცდად,
ხის სარეცელზე რომლითაც გელი..

ჭედავ ქირონებს როგორც ჰეფესტო,
და ნიორები წყალში ნავარდობს,
წყეული შუბი ფერდში შეესო,
მერე.. სხეულში გაინავარდა...

მიყუჩებულა უკვე ტერენტი,
მონას უბედურს აღარ აბოდებს,
პენსეიანი ქლესა რეგენტი,
ნაცრის კედლებში შემოაბოტებს..

სიმართლეს ვამბობ, არა ვარ გიჟი,
უკომპლექსოა მართლაც ქსენია,
არც თქვენ გაწყენდათ მაგგვარი ნიჭი,
მე მსგავსი ტკბილი შიზოფრენია...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

სიმართლეს ვამბობ, არა ვარ გიჟი,
უკომპლექსოა მართლაც ქსენია,
არც თქვენ გაწყენდათ მაგგვარი ნიჭი,
მე მსგავსი ტკბილი შიზოფრენია...

 


№2  offline მოდერი bla.ell

აკო...მგონი შენს შესაფასებლად ლექსიკონი გამომელია...მაგარი ხარ..❤❤❤ყოველთვის მაოცებ შენებური სტილით ლექსის წერის მანერით,ახალი მუზით და საოცარი ლექსის ენერგეტიკით უცვლელად იდეალურია❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent