შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვარ გრძნობების მცირე სამყარო


22-03-2017, 11:43
ავტორი Kristy
ნანახია 1 743

მე ვარ გრძნობების მცირე სამყარო და ჩემს სხეულში იბრძვის ღალატი,
როდესაც ფიქრებს ერევა დარდი ან როცა კითხვა ისმის თამამი,

თუ როგორ ცხოვრობს პატარა გულში წარმოსახვითი გრძნობის ფერები
და როგორ ხდება, რომ უსასრულოდ უგულო ფიქრებს ვეღარ ველევი,

ამიტომ გრძნობებს ძაძებით ვმოსავ, სახეს ვუმალავ ფიქრიან წამებს,
შემოჩვეული უგუნებობით ვაგროვებ უხმოდ მომხიბლავ ბანებს

და ჩემს ცარიელ (უხეშ) ოთახში გიტარის სიმებს ფრჩხილებით ვკაწრავ,
რადგან იღვრება მკვდარი ბგერები, როდესაც ფიქრებს დაფაზე ვაკრავ;

ვზივარ უაზროდ გლოვის კედელთან და დღის სინათლე მიბრმავებს თვალებს,
როცა სინაზის გამონათება გააფერადებს წლების ნაკვალევს,

მაგრამ არშემდგარ დღეებს გავცქერი, ღამეებს ვათევ წარსულის კართან
და ამაზონელ ამორძალივით მიწევს ომები საკუთარ თავთან!

ფერთა სიჭრელე ჩემკენ იზიდავს ყველა უსაქმურ მოხეტიალეს,
ფიქრებს აღვიძებს წამზომის რეკვა, სულში კი მტრობის სუნი ტრიალებს:

თითქოს ტყეში ვარ, გარდაუვალი საფრთხის წინაშე შიშით ვკანკალებ,
ფერდებს მილეწავს გრძნობის სიცივე და საკუთარ თავს ღიმილს ვაძალებ,

ნაშიმშილარი ოცნებებისთვის წარმოუდგენელ წყალობას ველი
და გადაჭრილი ხის სველ ტოტებზე ისე ვაბიჯებ, როგორც ფრინველი;

ვცხოვრობ ეკლების გარემოცვაში და ფეხშიშველი მივარღვევ სივრცეს,
რომელსაც დღემდე შორით ვუვლიდი, რომ სიყვარული მტრობად არ იქცეს;

ან მივუყვები უცნობ შარა-გზას, ვეძებ იმედის მცირე ნაკვალევს,
რომ შევიფერო წამის ღიმილი, სანამ დღეები ოცნებებს გალევს!

ვგრძნობ, ვეგუები ისევ დასასრულს, როცა წარსულში რბიან რითმები,
ოცნებებში კი ისევ ღვივიან ეს შეუცვლელი (უხმო) რიტმები,

მე კი ვაბიჯებ კვლავ თავდახრილი იქ, სადაც უკვე არ ვიმალები
და ფერშეცვლილი წამის კვალდაკვალ ამოგლეჯილი მეწვის მალები,

როცა ძაფებზე აცვამენ სახსრებს, როდესაც ქრება გრძნობა თავნება
და უსახელო მარიონეტად ვიქცევი, რადგან მიჭირს ცხოვრება!

წამები შლიან გრძნობის ნაკვალევს და ისევ ჩრდილში ექცევა რწმენა,
რომ შენთან ერთად გავლევ სიცოცხლეს, რომ შენი ფერი ჩემს სულს შეღებავს

და უსასრულო მარტოობაში ის უსახური გრძნობა გავხდები,
რომელსაც შენზე ოცნება კლავდა, მაგრამ იცის რომ ვეღარ ახდები!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent