როდის - როცა - მაშინ
როდის ამოხეთქავს სიყვარული ჩვენი ძარღვებიდან, როდის ჩამოწვეთავს ცრემლად რწმენა ჩვენი თვალებიდან, როდის დაფასდება ქართველობა უნიკალურობად როდის დაღამდება დღე უსისხლოდ , ლამაზ სონეტებად. როდის სიამაყე საამაყო ადგილს დაიკავებს, როდის ჩემ-შენობას არ გაარჩევს ჩვენი "ბრძენი" ერი. როდის ღიმილები აგვეკვრება, პირზე დაივანებს, როდის თავდაბლობა შემოგვჩივლებს მიძმე, შეგივრდები. როდის დილით ფანჯრებს გავაღებთ რომ ჩიტი დავაპუროთ, როდის გზაში შემხვედრ წარბშეკრულებს ღიმილს ვაიძულებთ, როდის მამაპაპურ ფანდურს ალიონზე ლალე დავუმღეროთ როდის ანაფორით არ განვკითხავთ ჩვენთვის "უღმრთო" ტიპებს. როცა ამოხეთქს სიყვარული ჩვენი ძარღვებიდან, როცა ცრემლი რწმენად ჩამოწვეთავს ჩვენი თვალებიდან, როცა ქართველობა დაფასდება უნიკალურობად როცა დაღამდება დღე უსისხლოდ, ლამაზ სონეტებად. როცა დაიკავეს სიამაყე ადგილს საამაყოს, როცა შენ-ჩემობას არ გაარჩევს "ვითომ ბრძენი" ერი, როცა ღიმილები ჩვენს პირებზე დაივანებს უხმოდ, როცა თავმდაბლობა შემოგვჩივლებს ჩვენად შეგვივრდების. როცა დილით ფანჯრებს გავაღებთ რომ ჩიტი დავაპუროთ, როცა გაღიმებას ვაიძულებთ სახეჩამოღვენთილს, როცა დილით ფანდურს დავამღერებთ, ჩამოვუვლით დავლურს როცა ანაფორით არ განვკითხავთ "ბიჭებს გრძელი თმებით". მაგ დროს ვერ წაგვართმევს ქართველობას ვინმე ევროპელი, მაგ დროს ვერ დაჩაგრავს ქართულ ჩოხას გეი ქორწინებით, მაგ დროს გადავრჩებით ქართველები როგორც მტკიცე ერი მაგრამ ვაი ჩვენ რომ თითს ვიშვერთ და სანტას ველოდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.