და რა... სიკვდილი?
არც კი იფიქრო რომ სიკვდილი მოგიღებს ბოლოს, ვინ თქვა პოეტს რომ თვითმკვლელობა ეპატიება. შენ არ მომიკვდე... არ მომიკვდე ჭაბუკო ოღონდ და მე ამოვალ შუა ზაფხულში დამჭკნარ იებად. გაშავდა ზეცა ( შეიმოსა თითქოს ძაძებით), მე კი ვგრძნობ როგორ გამიშიშვლეს სული სახალხოდ, წავალ ერთ დღეს და უნებურად შენთან დავრჩები, შენ ჩემთან ხარ და ჩემი სახლი მაინც არ გახსოვს. შეშლილს გადრიან... გაკერებენ იარლიყს გიჟის, ვიცი მოვა დრო მათ ენაზეც ერთხელ იმღერებ. ვერავინ გიგებს და სულიერს განიცდი შიმშილს პოეტი ხარ და მარცვლებშიაც ეძებ სიღრმეებს. გაჭირდა სუნთქვა, ამ ქალაქში სადაც მერცხლები ჭიკჭიკს წყვეტენ და სიჩუმეში ფიქრიც მემღვრევა. უსუსური ვარ შენს ნაცვლადაც თავად ვნებდები, ვერ გაპატიებ თუ ოდესმე სხვისი მერქმევა. მერეე რაა თუკი ვერ გაგიგეს... თუკი გაგრიყეს და თუ ქილიკი მოგაყარეს წასულს 'მძივებად'. დაიხარე და პოეტურად ყველა აკრიფე არვის გაანდო რომ ეს სიმწრიის ფასად გიჯდება. ხალხის ენასაც ისწავლი და ერთ დღეს იმღერებ რომ შეიძლება დაგაჩოქოს უფალმა მხოლოდ, პოეტი ხარ და მარცვლებშიაც ეძებ სიღრმეებს და რა... სიკვდილი? -ვერასოდეს მოგიღებს ბოლოს.. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.