შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზეს კი აღარ მოაქვს სითბო.


20-12-2017, 23:28
ავტორი bla.ell
ნანახია 2 004

ვმუჭავ ათრთოლებულ თითებს,
ვცდილობ მოვიპოვო ძალა,
თავი ავარიდე კითხვებს,
რადგან პასუხები მწამლავს.

სუნთქვა შევიკავო უნდა,
ვებრძვი უსულდგმულო ლოდინს,
ფიფქი გადაიქცა გუნდად,
ჰოდა თვალებიდან მომდის.

მივალ,სიარული მიჭირს
ფიქრში გავიქცევი სადმე
ფურცლებს ჩემი ლექსი მიჭრის,
როცა წარსულის კვალს ვამჩნევ.

ვღელავ ნაწვიმარი გულით,
ზღვა ვარ ბობოქარი ვითომ,
დღესაც მეყინება სული,
მზეს კი აღარ მოაქვს სითბო.

ნისლად გადაიქცა ხედვა,
ძველი ტკივილები მბოჭავს
მგონი ჩემი ღმერთი მხედავს,
დიახ!წამიყვანს და...მორჩა.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent