შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანიელს


28-12-2017, 03:36
ავტორი Anna)))
ნანახია 1 411

სუნთქვაც კი მიჭირს ჩემო დანიელ
ყელში იმდენი ცოდვა მაქვს გაჩრილი
წარსულმა აწმყოში ყველა დღე არია
ვდგავარ და ტკივილებს უხმოდღა გავყვირი.

გთხოვ მომიტევე ასე ცუდად ყოფნა
სულში ჩააღწია კვლავ შიშმა სიკვდილის
ჩემში ყველაფერი ისე ადრე მოკვდა
რომ ბრალი სხვის გარდა მხოლოდ მე მიმიძღვის.

შენს დაღლილ შავ თვალებს მე როგორ ვუწამლო
ჩემს თავს ვერაფრით ვერ ვშველი დანიელ
ვდგავარ და კვლავ თვალებს ვაცეცებ უაზროდ
უაზროდ მესამე მათარა დავლიე .

დასერილ მაჯიდან მდის სისხლის ჩანჩქერი
დრო თუა ფინალის ეშმაკმაც დალახვროს
რაც ვწერე , ახლა ვწერ ან მერე დავწერდი,
თვითონ დრომ ლექსებთან ერთადვე დამმარხოს.

ნუ დარდობ , არაფერს არ ვჩივი, დანიელ
განაჩენს ჩემსავე ხელითაც გამოვწერ
სიცხე მაქვს მაღალი, ვერაფრით დამიწევს
სხეულის ცახცახი ყველა ნერვს ამოკლებს .

ნუ დაღვრი ნურც ერთ ცრემლს როდესაც მოვკვდები
დამღალა ყველამ და ყოველმა დანიელ
და როგორც დაიწყო ისევე მორჩება
სიცოცხლე რომელსაც სიკვდილი წაიღებს .

არაფრად აღარ ღირს ეს ფუჭი სიტყვები,
იმდენი ფარსი მაქვს ღიმილშიც დანიელ
ვამბობ რომ ვერავინ ვერაფერს მიშველის
სიცოცხლე იმდენად უაზროდ გავლიე .

ვერავინ გაიგებს ამდენს რომ ვიბრძოდი,
რა მსურდა, რა მოხდა, რით დავიღალე,
გახსოვდეს , დანიელ, ჩემგან ეს იცოდე
დარდებით ნურც ერთ დღეს ნუ დაიღამებ.

და ჩემო დანიელ, აკეთე ის რაც გსურს,
მივდივარ, გშორდები და გტოვებ რადგანაც,
არ შერჩა მისხალი ძალაც კი ამ ჩემს გულს
და ვგრძნობ რომ ჩემთვისაც ბოლო დღე დამდგარა.
28.12
ანნა ზეიკიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent