მინაწერი პალატის კარზე
ციცქნა ვარ ჩიტი და ვინატრე პატარა ეზო, სადაც ვიფრენ და შევიგრძნობ რომ ყოფით მეც ვტკბები. წუხელ ტაძარში ერთადერთი სანთელი ენთო, მე საკუთარ თავს თავმდგმურივით ვეჯექი გვერდით. სიცხით მაღალ და თვალამღვრეულს ვუცქერდი სხეულს, პირველი თოვლი უწინდელად აღარ ეამა. თითქოს ძლიერს და ამავე დროს გზად ეკლებს ჩვეულს, ყველა ტკივილი ცრემლის მძივად თვალთან შეაშრა. ტბებიც იმღვრევა... დარდისაგან ლაქებს იჩენენ კაცი კაცს კლავს და ადამიანს უწოდებს მის თავს. ვნახე ბავშვებიც "მათხოვრობით" თავს რომ ირჩენენ და მოხუცები უპატრონოდ ზაზე რომ სძინავთ . ვიყავი ბავშვი... ვცდიდი მაგრამ შემეძლო არა... იმ ღამეს მთელი დედამიწა ყვიროდა ჩემში ! ვეღარაფერი ვერ შევძელი მე ლოცვის გარდა და საკუთარ თავს იმედივით ვიკრავდი მკერდში. ვმკურნალობ დღემდე (დიაგნოზი დამისვეს მწარე) სტატუსი - გიჟის ! სახლის ნაცვლად - კლინიკის ეზო. ჩემი სიწრფელით გამოდის რომ მხოლოდ თავს ვავნე, და ღვთის ტაძარში მხოლოდ ჩემი სანთელი ენთო. მოვა დრო ალბათ სამართალსაც ეჩვევა თვალი, (იმ წელს პირველად) სიხარულის ცრემლები მოთოვს. მე იმ დროისთვის არც ცოცხალი / არც სულ მთლად მკვდარი, ამაყი მზერით ირონიულ შენდობას მოგთხოვთ !.. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.