შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ ჩემო ერთადერთო


10-01-2018, 13:12
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 3 890

ლექსი ერთია გამორჩეული
არ იწერება გრძნობის გარეშე
შეიძლება სულ იყო ეული
ლექსი სულ შენთან არს მოთარეშე

ის იწერება ძვირფას ხალხისთვის
დიდი გრძნობების კარგად ნახვისთვის
სწორედ ამიტომ ვწერ ამას შენთვის
მას სიყვარული სულ მუდამ ერთვის

ამ სიცივეში, თოვლში, ყინვაში
შენით მცხელა და ვიწვი ბინაში
დგას ორი სკამი ლამაზ წიფლნარში
სიყვარულს ელის თოვლში, წვიმაში

ჩემს ცხოვრებას შენ ანათებ მზესავით
როცა ბნელდება დაბურულ ტყესავით
შენ, მშვენიერო ხარ მხოლოდ ერთი
მინდა იცოდე, ხარ წმინდა ღმერთი

შენ ხომ ღვთიური გაქვს სილამაზე
და წმინდანი ხარ ამ ქვეყანაზე
მე შენ მოგცემ ჩემს ერთადერთ გულს
მე შენ გადმოგცემ ერთადერთ სულს

შენ ხარ მშვენიერი ქალი
ერთადერთი ხარ უფალი
ნორჩი ვარდი ხარ ზამთარში
მაღალ, მიუღწევად მთაში

შენ ხარ ყველასგან განსხვავებული
შენგან გრძნობა მაქვს აყვავებული
შენს დანახვაზე გული ჩერდება
და შენს პასუხზე კი აღელდება

ეს სიყვარული არ დაბერდება
შენ ჩემს გულში სულ ბინა გედება
შენს გვერდით ყოფნა არ მომბეზრდება
და ჩემი გული მოგეფერება

შენ დაიპყარი ჩემი გრძნობები
და მე არასდროს გემშვიდობები
მე შენ ყოველთვის დაგელოდები
და შენ არასდროს განმეორდები

მე შენ მიყვარხარ, შენ ჩემო კარგო
ჩემი ცხოვრების ლამაზო ვარდო
შენ სიყვარული გაქვს ჩემი ფართო
ამ გრძნობებში დავიკარგე მარტო.



№1  offline წევრი anka anuka

შესანიშნავია!


შესანიშნავია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent