შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი და შენი სუნთქვა გადამდე..


11-01-2018, 16:03
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 544

გადაჰკრა დღეებს ზამთრის ნამქერმა,
და ჩემს ფიქრებში შემოფოთოლდი,
ცეცხლის წყდიადში შენმა სახელმა,
გამოანათა შველას რომ გთხოვდი.

გაფრინდნენ წლები, როგორც ივლისი,
და სად მივდივარ დღესაც არ ვიცი,
ვინ გაიღვიძებს, ახლა, ვინ იცის..
ზღაპრულ სიშორეს ვინ სად განიცდის..

არ სწყალობთ ბედი თოვლის დედოფლებს,
გაზაფხულამდე ჯერაც შორია,
და მზის მკლავებში გამდნარ ცვილის ფრთებს,
შეისისხლხორცებს ზღვის მელოდია..

ჰფრინავენ ქარში ნისლის სურები,
და მე არ ვიცი რა მეამება,
შენი სითბო და შენი სურნელი,
აი ორი რამ რაც ვერ სამდება..

გამოველ წუთით ღმერთის ორგული,
ღრმა სიცრუეში მინდა შევცურო,
ჭეშმარიტია "ვალარ მორგულის"
გვამო ცოცხალო, მართლაც ბედკრულო...

აღსდექი მზეო, ისევ აალდი,
რომ შენმა ცეცხლმა შთანთქას ქაოსი,
რომ სინათლისთვის ბნელეთს ვპარავდი,
რომ ნაპერწკალი ჩაქრა დაოსის.

ვაწყდები უფსკრულს იქით და აქეთ,
და აქ რა გინდა თუ შენც არ იცი,
ჩამომიარე ერთხელ და ვიშით,
ჰო მე აღარ ვსვამ.. წყალი დამისხი..

დაასხი ისე ზეცა კიოდეს,
და ზანზარებდეს ელდით დარბაზი,
დაასხი ისე კიდევ გშიოდეს,
ნათლისღება და უფლის ემბაზი.

ჰოი სიმწიფით ესდენ მშიერო,
თუკი მოხვედი, რაი გადარდებს,
სხეულით სუსტო, სულით ძლიერო,
მოდი და შენი სუნთქვა გადამდე..

გადავიღალე როგორც ავფრინდი,
მაგრამ დაშვებას მაინც არ ვჩქარობ,
სამყარო ნახავს როგორ ვაფრენდი,
და აღშფოთდება ალბათ საჩქაროდ..

მესმოდა გუშინ, როგორ კიოდი,
როცა უნებურ სულში ჩაგხედე,
ის მონატრება.. ჩვენ რომ გვტკიოდა,
ლურჯ ჰორიზონტზე უკვე გახედნეს!

არაა ქარი აქ საშიშარი,
არ უწყევლია არვის თავბედი,
არ მიძებნია არასდროს შარი,
მე ხომ გაგიშვით და თქვენც წახვედით.

ჩაიფერფლება ხრეშში მზის სხივი,
და ბაჯაღლოსფერ ნიშატს დატოვებს,
მე ახლა ისევ ქარებს მივტირი
რადგან ქალებმა.. უკვე დამტოვეს!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე...
ყოჩაღ
ლაზარე

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
ლაზარე...
ყოჩაღ
ლაზარე


ოო, უკვდავთა პატივი.. heart_eyes შობა ახალ წელს გილოცავ იღბალო ჩემო blush
რა სურთ უკვდავ ღმერთებს ამჟამად?

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე 13
terooo
ლაზარე...
ყოჩაღ
ლაზარე


ოო, უკვდავთა პატივი.. heart_eyes შობა ახალ წელს გილოცავ იღბალო ჩემო blush
რა სურთ უკვდავ ღმერთებს ამჟამად?

ბალთაზარ...
შობა ახალ წელს გილოცავ...
უკვდავ ღმერთებს??? რა პატივი მერგო...

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
ლაზარე 13
terooo
ლაზარე...
ყოჩაღ
ლაზარე


ოო, უკვდავთა პატივი.. heart_eyes შობა ახალ წელს გილოცავ იღბალო ჩემო blush
რა სურთ უკვდავ ღმერთებს ამჟამად?

ბალთაზარ...
შობა ახალ წელს გილოცავ...
უკვდავ ღმერთებს??? რა პატივი მერგო...


ძველებური გამოთქმაა ასეთი.. მისულ სასურველ სტუმარს ეგებებოდნენ ძველი ბერძენნი )
ეს ლექსი მგონი მეც მომწონს, საწყენია რომ ჩემია, ვერ გამოვხატავ ემოციებს )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent