შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"The End"


26-01-2018, 10:34
ავტორი geo877
ნანახია 1 412

გუშინ გითხარი რომ მომენატრე,
ჩაგეხუტე,შენც დამადე თავი,
შემდეგ ცრემლები ვერ შევიკავე
შემოვბრუნდი და გავხურე კარი.

შემდეგ ვიარე,ბევრი ვიარე,
ოღონდ არ ვიცი სად დავდიოდი,
თურმე უფსკრულში ვეშვებოდი და
მე კი მეგონა რომ ავდიოდი.

ცამაც იტირა,არ დაენანა
ჩვილი ბავშვივით ამიბა მხარი,
ორივე ერთად ცხარედ ვტიროდით
იყო ცრემლები,წვიმა და ქარი.

ადრე დამთავრდა ჩემი ცხოვრება
ადრე გაიხსნა ჩემს გულში ბზარი,
სულიც დამძიმდა,მიწაზე ფორთხავს
ვინმემ გაგვიღეთ ზეცაში კარი......

გუშინ გითხარი რომ მომენატრე
ჩაგეხუტე, შენც დამადე თავი,
მთელ ჩემს ცხოვრებას მერჩივნა გუშინ
ბედნიერების ის ორი წამი.



№1  offline წევრი Lily Morgan

ლამაზი ლექსია! <3 მომეწონა... <3 ^_^ *_* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent