მომენატრება..
თეთრი ფიქრები ფიფქებს არ აცდის, ცვრიან ზეცაში ისე ჩამოთოვს, რომ არსებობას უკვე გადავცდი, სამახარობლოდ მოაქვს ამ ორ თოვლს. მე ზღვისფერ რელსებს ვდევდი შენამდე, აქ ბეწვის ხიდზე დამხვდა საფარი, ბნელ უფსკრულიდან აღმაფრენამდე, მუხლზე ხოხავდა სული საპყარი.. ჩავეხუტები დარდებს ჩემეულს, და ჩემს ოცნებას მთვარეს გავანდობ, რომ სიმარტოვეს ამოჩემებულს, თუ ვერ დავტოვებ, ფეთქვა გადავდო.. და გული როგორც თოვლის ნამქერი, თეთი ფიქრებით შემოგამტვერებს, მერე რა ვუყოთ თუ კვლავ დავთვერი, გავცივდი მარტო და კვლავ მახველებს.. ჩავლენ მზეები.. საით, ვინ იცის.. და თუ სამოთხე დღეს არ აშენდა, თუნდაც იმედი მოკვდეს თბილისში, როგორც ლტოლვილი წავალ აქედან.. ჩარაზეს კარი ყველა სამოთხის, და ცეცხლოვანი მნათი მახვილით, ხორხიდან ექოთ თუღა ამოდის, რომ მეღობება წინ სერაფიმი არა ვარ არსად, წავიდე საით, რომ დამენახოს მნათობი მწველი, ვაწყდები ხმელეთს ვგონებ არსაით, მგონი ჭრილობა გავუხსენ ძველი.. დაცხრება გული, როგორც ნამქერი, და ფეთქვას ბავშვის გულში განაგრძობს, და აქამომდეც ბერვჯერ ნამღერი, ნანა სიცოცხლის საწყისს განაგრძობს.. პაწაწა თითი.. პაწაწა ღიმი.. საღმრთო ზვარაკზე, თაფლის სანთლებად, შემოენთება ნაზად, ღიმილით, თვალს დავხუჭავ და.. მომენატრება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.