შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა რომ ჩაღვრილა, იმ თვალებს


30-08-2017, 01:38
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 024

ნამქერი ჰფარავს ყიამეთს
სევდის ცრემლები დედის,
ცა რომ ჩაღვრილა იმ თვალებს,
მივანდე ჩემი ბედი.


ცის მუქ, ლურჯ ოკეანეში,
მთვარე იღვრება ოფლად,
ცაში ჩაღვრილი თვალების,
სახე დავტოვე ობლად.

ისმის ჩანჩქერთა ქვითინი,
ჰქრება სიმწვანე ზვარის,
უფსკრულში ჰქრება ტიტინი,
ცაში ჩაღვრილი ქალის..

ზეცა მაღლიდან ქუხილებს,
ცისფერ აგზავნის ელდად,
მიწაზე იდგა დუმილი,
ობოლ მარგალიტს ლევდა..

მიწვდიდა ხელებს შორიდან,
მასში ჩაღვრილი ზეცა,
მოკვდავს ტირილი მომინდა და
დაისეტყვა ზეცა..

მოჰხვია თვალებს უცნობი,
სინათლის შუქმა სხივი,
და ის ცა, მასში ჩაღვრილი,
ზღვისკენ დაეშვა ტივით..

გამეფდა ირგვლივ წყვდიადი,
ჯოჯოხეთური მახე,
გაჰქრა ზეცაში ჩაღვრილი,
ის მთვარეული სახეც.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მოხიბლული ვარ შენი პოეზიით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent