ფიალა
ერთ დღეს დილით მე გავავსე ღვინით დიდი ფიალა, და ვიფიქრე შემოვურბენ საქართველოს მთლიანად... რუსთაველზე რომ გავედი შოთამ კალმით მანიშნა, შეხედეო, ოპერასთან კოტემ ქეთო დანიშნა... იქვე იყვნენ პირველ კლასში ილია და აკაკი, პირველ სკოლის ბაღში იდგა მათი ყრმობის აკვანი.. დასათრობად შევთავაზე მიტროფანეს ფიალა, იმან წყალი მაწოდა თვალი დამიბრიალა... იპოლიტეც გავაჩერე მანქანებში დარბოდა, თურმე ისევ ძველებურად სტადიონზე გარბოდა.. გამეცინა მერე ქუჩას სულ ღიღინით ჩავყევი, ვაჟა შემხვდა, შაირს წერდა, იმ შაირშიც ავყევი.. მე და ღამეც შევხვდით იმ დღეს, გალაქტიონს ათოვდა, თვალი ცრემლით ქონდა სავსე მერი ისევ ახსოვდა... ნიკოლოზიც შემეფეთა უამრავი დრო ჰქონდა, იმის მერანს წლების მერეც თავი რაშად მოჰქონდა... ქარმა ყურში ჩუმად მითხრა დღეს სტამბულში ითოვა, გიხაროდეთ იმ ქვეყანას ხვიჩამ გოჩა იპოვა... მე პაატაც გავიცანი კარავს იყო მდელოზე, ალავერდი შენთან ვარო მამის სადღეგრძელოზე... აფხაზეთიც ვინახულე ცრემლით გული დავულბე, მის თოლიას ღვინით სავსე ჟამში პური ჩავულბე.. მერე ვნახე საიათნოვა ყველას ერიდებოდა, - განკითხვის დღე როდის არის? - ეთიმს ეკითხებოდა... ორი რუსი ქალიც შემხვდა, მინდა გითხრათ ამაზე, ქართველს რუსულად მომიყვნენ ჯარისკაცის მამაზე.... ბოლოს ქართლის დედა ვნახე, სადღეგრძელო ვაცადე, რომ დამქონდა ის ფიალა მის ფეხებთან დავცალე. ავტორი: ირაკლი აფციაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.