შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცელქი გოგო


2-02-2018, 22:13
ავტორი murachashvili
ნანახია 2 688

შენზე მთვარეს ბევრს ვუყვები
ვახარხარებ, ვაცინებ,
მერე სადღაც განთიადზე
ხელის ქნევით ვაცილებ....

მზე ამოვა, თვალს ჩამიკრავს
მიჭყუტუნებს მათბობს,
ჩრდილში სხივით შენა გხატავს,
მახალისებს მართობს..

ვარსკვლავებს რომ გავეხუმრე,
მაბრაზებსთქო კიდე,
გაიღიმეს ჩვენ ჩამოვალთ,
მოგვიყუდე კიბე..

ცისარტელაც კეკლუცობდა,
თანაც იყო მშვიდი,
მისთვის კაბას გაგატანო,
ფერი აქვსო შვიდი...

იებს ვარდი დაეკრიფათ,
მოეფანტათ ქუჩებზე,
ყველა ფუნჯი მიყვარხარო,
შენ გაწერდა ტუჩებზე...

წვიმამ ღრუბლები გაართო,
თითქოს დობა გაუწია,
სითბომ ხელი გადამხვია,
ყინვას ყური აუწია...

აი, ესე მიღამდება,
მითენდება შენით,
დღემდე შენი სილამაზე
ვერ ავღწერე ენით...

ავტორი: ირაკლი აფციაური



№1  offline წევრი sweetgirl

Leqsi ritma yvelaperi kargia ❤️❤️❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

იებს ვარდი დაეკრიფათ,
მოეფანტათ ქუჩებზე,
ყველა ფუნჯი მიყვარხარო,
შენ გაწერდა ტუჩებზე...

 


№3 სტუმარი სტუმარი ირაკლი

უღრმესი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent