შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეუბნებით სიყვარული აბერებს


10-02-2018, 15:51
ავტორი bla.ell
ნანახია 1 703

გულზე უნდა შემოვივლო კაბერნე,
არ დამეტყოს ჩემებურად პათოსი,
გეუბნებით სიყვარული აბერებს,
ტკივილების მოყენება გამოსდის.

შევასრულე წყვილის ცეკვა
პა-დე-დე.
ნერვები მაქვს როგორც ადრე მოშლილი,
ხამაღლა თქმა ხომ ვერაფრით გავბედე,
ჩურჩულით თქმის აღარც დამრჩა მოტივი.

როგორც ვიცი ცხოვრებაა პამფლეტი,
ეს თალია ჩემთან როდის მოირბენს.
შემძლებოდა?!უპირობოდ დავწერდი
მუზებს მოსულს დავარქვამდი მოირებს.

სიჩუმეში წამოვიწყე ფალცეტი,
სიბნელეში ვცდილობ აღარ გავიდე,
კედლებზეა ცარიელი ბაგეტი,
ავურევდი ამ ოთახშიც ამინდებს...

პოეზიას,მუზას ვეღარ ვაგებებ,
ვერ მაქცევენ ყურადღებას...წავედი,
ამ ცხოვრებით ვერ ვიტყვი,
რომ გავერთე.
თუმცა იყო უმაგრესი წამებიც.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი shalo

pm naxe.......

 


№2  offline წევრი Noar

უკანასკნელი ორი სტრიქონი განსაკუთრებულად მომეწონა :)
"ამ ცხოვრებით ვერ ვიტყვი,
რომ გავერთე.
თუმცა იყო უმაგრესი წამებიც."
შეიძლება ითქვას, რომ დასასრულმა სარკეში ჩამახედა, ძალიან კარგი იყო :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

გულზე უნდა შემოვივლო კაბერნე,
არ დამეტყოს ჩემებურად პათოსი,
გეუბნებით სიყვარული აბერებს,
ტკივილების მოყენება გამოსდის.

 


№4 სტუმარი l,m not sick

სიყვარულს ტკივილის მოყენება გამოსდის.თან ბევრი ტკივილის,მაგრამ
მაინცსიყვარული ჩემი აზრით პირიქით ააახალგაზრდავებს!
მთავარიაა ტკივილს გაუძლო,სუსტი არ აღმოჩნდეე ელ...

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

და მაინც სიყვარული აბერებს

 


№6 სტუმარი სტუმარი shalo

ras dakleveprojaob

 


№7 სტუმარი lai ma

Vgijdebi shens leqsebze rogori kargi gogo xar ragac sxva shegrdznebebi da emociebi mogaqvs yovel jerze..am saitze didi xani ar shemovsulvar da ratongac mominda momedzebne da sheni leqsi wamekitxa..gansxvavebuli xar...sxvanairi))warmatebebi shen samomavlo gegmebshi imedia shens krebuls wignebis magaziashi viyidi male.

 


№8 სტუმარი poetry.ge

ნეტავ მართლა ვინ ხარ? :D <3

 


№9 სტუმარი ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

შენს სხვა ლექსებსაც გადავხედე და მართლა კარგად წერ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent