შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვთიური შანსი


11-02-2018, 00:17
ავტორი determiner
ნანახია 1 384

დავიკარგე,თითქოს უფსკლულს ჩავიკარგე
სხვა სამყაროს აღმოვჩნდი და ავიბარგე
აქ რა ხდება და რა მინდა?! თუ ვივარგე
ღმერთო ჩემო დამაბრუნე, დავიკარგე!

მარტო ვარ და ქარი დაჰქრის
იყინება არე-მარე
სიარულსაც კი არ მაცლის
მიდი მომკალ აქვე ბარემ.

ირგვლივ როცა გავიხედე
უნებლიეთ ჩავიკეცე
გონს მოვედი, გავიმართე
ჩემი მაშინ დავიმართე.

ირგვლივ სუნი, იწვის ყველა
შემიღონდა უცებ გული
მე არავინ არ მიშველა
ვიყავ ასე დაჩაგრული.

ვხედავ ხალხი იტანჯება
ზოგი იწვის,ზოგი დნება
ზოგი კიდევ ტკივილისგან
შავ მიწაზე იკლაკნება.

დავინახე ჩემთან მოდის
ერთი შავი სილუეტი
გავიფიქრე აჩრდილია
სხვა რა უნდა იყოს მეტი?!

მოვიდა და ხელი მტაცა
ამიტაცა ვით ბუმბული
არ ისურვა რამის დაცლა
არ შემეძლო სიარული.

ჩამიყვანა უფრო ქვემოთ
ვგრძნობდი სიცხე მატულობდა
ვთხოვდი მინდა ისევ ზემოთ
ზედაც კი არ დამყურებდა.

მიმიყვანა ბნელ დარბაზში
აქა-იქ კი ენთო ცეცხლი
რაღაც შიშმა გამკრა წამში
წინ ეყარა ოქრო-ვერცხლი.

გულშიც კი არ გამივლია
მათი იქედან აღება
ნაბიჯიც ვერ გამიდგია,
რაღაც სხეულს ეჭირება.

ის აჩრდილი ცივი ხელით
ადგილიდან არ მიშვებდა
რაც დრო უფრო გადიოდა
მისი ძალა სულ იწევდა.

ტკივილით და გაჭირვებით
მე რაღაცას ველოდები,
რომ ვიყავი შეჭირვებით
გავიგონე, გელოდები!

რაღაც ცივი,საზიზღარი
და უგრძნობი ტემბრი იყო
აჩრდილმა კი გადმომხედა
გადაწყვიტავს თუ რა გიყოს.

გამიყვანა დარბაზიდან
ვიწრო,ვრცელი ლაბირინთით
ის წავიდა ბევრი გზიდან
მივყვებოდი მწარე ფიქრით.

კიდევ ქვემოთ ჩავიწიეთ
წამომტკივდა ძლიერ თავი
სუნთქვა თითქმის არ შემეძლო
იყო სიცხე საწამლავი.

ოფლი გამდის და თვალები ჩამიწითლდა
სხეული კი დამეწვა და გამიწითლდა
გამაჩერა სვეტების წინ დატანჯული
აჩრდილმა კი ჩამჩურჩულა ახლა ნახე საფასური.

წინ სვეტებთან სიმაღლეზე
იყო ძვლების დიდი ტახტი
დასაჯდომად თავის ქალა
უდიდესი,იყო ფაქტი.

ტახტში იჯდა გოლიათი, კუპრზე უფრო უშავესი
არასოდეს არ მენახა მე ამაზე უარესი
ცრემლიც კი არ მომდიოდა გამომიშრა ყველაფერი
თქმა მინდოდა რაღაცის და ვერ შევძელი ვერაფერი.


მიყურა და მერე მკითხა,გეშინია?
დავუქნიე ოდნავ თავი კუპრს და წყვდიადს,
თუ ვერ მიხვდი აქ რატომ ხარ და ეს რატომ დაიმართე
დაიყვირა,დაიხარე! ვინ გითხრა, რომ გაიმართე ?!

უცებ თითქოს ფეხი მომჭრეს დავენარცხე შავ მიწაზე
ვოცნებოდი ცხოვრებაში იმ ერთადერთ და ტკბილ წამზე
როცა გავჩნდი, დავიბადე ერთადერთი მქონდა ცოდვა,
რომ იყავი ადამის და ევას მოდგმა.

გააგრძელა,ყველაფერი ვიცი რაც კი შეგიქმნია
მინდა გითხრა ცხოვრებაში კარგი მაინც ვერ გიქნია.
ამცირებდი, ატირებდი, ცემდი, გულსაც უნგმირავდი,
აწამებდი, ახარბებდი, შეგიქმნია ბევრი ფანდი.

ანადგურებდი, არ აპურებდი
მათხოვარს ერთ ამბავს დაუთევდი
პატიმარს ციხეში არ აკითხავდი
ენით კი ბევრს განიკითხავდი.

დროს ატარებდი, სულს ამძაღებდი
ხორცი მეფობდა მას ახარებდი,
მშობელს აჯავრებდი, კიდევაც აწამებდი
შენს გაკეთებულს სხვას ახარბებდი.

გინდა გავაგრძელო ცოდვილო იუდა?
ზევიდან გადმომხედა გული, რომ მიხურდა
თავი გავაქნიე, ხელი ჩავაქნიე
მხოლოდ ეს შევძელი ვუთხარი, წამათრიე!

ხმამაღლა გაიცინა ჯერ ადრე მოგინდა
აქედან წათრევის დრო ჯერ არ მოვიდა
ბევრია კიდევ გასაკეთებელი
შენს გულში ცეცხლი შესაკეთებელი !

სიტყვა დაამთავრა ტკივილი ამივარდა
თითქოს გულში ცხელი შანთი ჩამივარდა
დავიწყე ტკივილისგან დაკლაკვნა გველივით
უცებ გამაშეშა უძრავი ძელივით.

მტკივა და განძრევა კი არ შემიძლია
ზევიდან დამძახოდა მიხვდი რა ტვირთია?!
იქ დედამიწაზე იყავი ძლიერი
აქ კი უბრალო ხარ მიწიერი.


ფიქრი გავიელვე, ღმერთო ერთადერთო
გულით გევედრები ჩემი სულის ღმერთო
შანსი მომეც ერთი, რომ გიწამო ერთო,
რომ ეკლესიაში შენთვის სანთლად ვენთო.

ღმერთო დამაბრუნე რათა გავაკეთო
რაც მე გავაფუჭე, მომეც შანსი ღმერთო!
ვინც კი გავაწბილე მინდა გავახარო
შენი ძალის წინ კი მუდამ დავიხარო.

უცებ გაქრა არე და ჩამოწვა ბნელი
მე კი გავიღვიძე სულ ვიყავი სველი,
გარეთ გავიხედე ღამე იყო ბნელი
მივხვდი შანსი მომცა, მქონდა რწმენა წრფელი ...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

წარმატებებს გისურვებ ძალიან კარგი იყო

 


№2  offline წევრი determiner

დიდი მადლობა, გაიხარე ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent