ლუკა კუხიანიძე - მეთერთმეტე სართულია
ლურჯს ვხედავ, ლურჯია, — ცას და ფერს, ასეთს. ძლიერად უჭირავს ცას წყალი, — ქუჩად ქარია, როგორც წინათგრძნობა, რომ წყალი წვიმას დაიწყებს ჩქარა გადაირევა ხე - ხეში, გაიშმორება ქუჩა. მარტო ვარ. ჩანს, ეს არასაკმარისია, ახალი ადამაინისთივს: თითები ისევე გრძელია, - სარკე - და თეთრი მხრები, ბეჭები, კისერი — თეთრია, (ძველებური) თვალებია, მაგრამ ტკივილით სავსე. ქარია, ლურჯი ცა, ვერები, ხეები, ფოთლები, ველები, შუქები, ელქტრონები, ლამპიონები. რაღაც მაბრაზებს, რაღაც სხვანაირი მიტოვება. ძლიერ მინდოდა მე შევცვლილიყავი, — ვერ შევიცვალე. მე განვიცადე ერთადერთი ვნება - შეხება. ამქვეყანაზე. მხოლოდ შეიძლება საათობით ამბები მოყვე, მაგრამ რაც შენში განცდაა, ტკივილი, ვერავის გაუზიარებ. განცდები არ ზიარდება. და თუმცა მე ვარ, მაინც მუდამ მივდივარ. როგორც თეთრი სიზმარი: სულ მაწვალებდა ის, რაც თვითონ მომეჩვია, კი არ მივიღე, თვითონ მიმიღო, და ის მინდა, როგორც რაღაც შორეული მოგონება, რაც არ მინდა ის მინდა, რაც მძულს, მომშორდეს - ეს მინდა. მე წუხელ მოვკვდი, ცა, ველები, ჭირვეულ გარიჟრაჟზე რადგან მე შევწყვიტე ოცნება უსასრულო. ღმერთო, თუ მაწამებ, რაღას მიტოვებ ძველებურ გულს? ხეები, ფოთლები, ველები, ხეები, ფოთლები, ველები, და მიწა. ახლა მე სახლიდან გასვლა, — და ვიღაც მინდა ჩემნაირი. *** არსებობს მოსაზრება, რომ სტრიქონში: ქარია, ლურჯი ცა, ვერები, "ვერა" მოიაზრება არაროგორც დაბა ადგილი, არამედ უარი, "უარები", რომელსაც ლირიკული გმირი განიცდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.