შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვერ ვმშვიდდები"


13-02-2018, 01:52
ავტორი მზისა
ნანახია 1 371

დღეს ცა ისევ უაზროდ და ნაირფერად აიმღვრა,
დღეს ეს სივრცე ჩვენ შორის კიდევ უფრო გადიდა,
დღეს ,დღე ისევ ნაცრისფრად და უხიაგოდ წავიდა
დღეს მე ისევ შენთან მინდა , თან ჯიუტად არ მინდა.

ვერ ვმშვიდდები ვერაფრით, რაც უშენოდ დავდივარ,
თუნდაც ირგვლივ სიჩუმე და ხმა არ იყოს არსიდან ,
გინდ სიოც კი ისე ნაზად მიწეწავდეს თმას ღიას
ვერ ვმშვიდდები, ვერაფრით რაც უგულოდ დავდივარ.

შენდობას გთხოვ,- თუმცა არა- არ ვარ ღირსი, არ მინდა,
მე უძღვები შვილი შენი თხოვნას ვერა, ვერ ვბედავ,
მარტოდ-მარტო , ფოთოლივით ვტრიალებ და არ ვიცი
რას ვეძებ და რას ვემდური მე მიწაზე რა მინდა.

ირონიით თუ შევხედავთ დედამიწის ტვირთი ვარ,
თუ არ ვართმევ ვერას ვაძლევ, თან რა უფხო რამე ვარ,
თანაც ისე სხვანაირი თითქოს ფერი ჰაერში,
ყველასაგან სხვანაირი - მე აქ რავი, რა მინდა.

როცა ყველა მზეს შენატრის მე წვიმაში გავრბივარ,
"ჯინსის" ნაცვლად ჩოხას ვეტრფი , ბარის ნაცვლად მთა მინდა
კარიერა კი არა და სიმშვიდე და ცა მინდა,
ღიმილი და სითბოები, გულწრფელ კოცნის თვლა მინდა.

ვერ ვიპოვე ადგილი და ვერ ვმშვიდდები, რა რაღა ვქნა,
ისევ უნდა გკადრო ურცხვად, კადნიერად შეგხედო,
არა -,არ გთხოვ პატიებას, მე ცოდვილი, არ ვღირვარ,
მხოლოდ მინდა დამამშვიდო, დამამშვიდო ხვალიდან.

ვერ ვმშვიდდები ვერაფრით რაც უშენოდ დავდივარ,
შეგკადრებ და გთხოვ მამყოფე შენთან ახლოს ხვალიდან
გაგირბი და გამომყევი არ დამტოვო წამითაც,
ვერ ვმშვიდდები მე უშენოდ შენთან ახლოს წამიყვა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ამინდიც რომ მის თავს გახსენებს... ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია

 


№2  offline წევრი მზისა

terooo
ამინდიც რომ მის თავს გახსენებს... ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია

ნამდვილად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent