უარყოფილები
გული როცა თრთოდა კარგის მოლოდინში, ის რაღაცას გრძნობდა ამ მტანჯველ ლოდინში, სულის ჰარმონია დღეს რაღაცას თმობდა, რადგან სამომავლოდ სიახლეებს გრძნობდა. გულის ნაპრალები როცა ამოივსო, კარი ჩაიკეტა, უკვე გამოივსო, ძველი დაივიწყა თითქოს არ ჰყოლია, კიბის საფეხურებს ქვემოთ დაჰყოლია. უარყოფილები იყვნენ ყოფილები, შორს წასულები და გულს გაყოფილები ჩვენთან ჩაჭრილები, ცოტა აჭრილები გულში დიდი ისრით ძლიერ დაჭრილები. დრო ხომ უკვდავია, მოდის ხასიათი აღარ რჩება უკვე აღარცერთი ფაქტი ყოფილ სილამაზეს, წარსულ ანარეკლებს ადრე ნამესიჯებს, ადრე დანარეკებს. იმდენს გაუვლია გული არ იჯერებს, მაგრამ ფაქტებია, მაინც დაიჯერებს ვინც კი ადრე გვყავდა წარსულს გაჰყოლია თითქოს არ არსებობს, თითქოს არც გვყოლია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.