მოლოდინში მიმელია სუნთქვად
მე გუშინწინ სიყვარული ვნახე, შროშანივით თეთრი კაბა ეცვა, ვარდის ფურცელს მიუგავდა სახე, ტურფა პაჟი სარეცელზე ეწვა.. ვარდი ცვლიდა მოიისფრო აპრილს, ბაგეები აძალებდნენ ნექტარს, და იმ ზურმუხტს ფანჩატურში ჩაღვრილს, მისი სახე ელანდება დღესაც. ლოტოსები ირხეოდნენ რძეში, თაფლის სუნი ასდიოდა ყვავილს, ვცადე თავი ამეყვანა ხელში, ახლა?! ჩემშიც უკვდავება ყვავის.. მივავიწყდი სილამაზის ქალღმერთს, ლამაზს არა - ღვთაებრივად ტურფას, გუშინწინ თუ რითმე ვგავდი კვლავ ღმერთს, მოლოდინში მიმელია სუნთქვად.. სხეულს ასდის მონატრების სუნი, სუნი დაფნის, თაფლისა და იფქლის, განა გრძნობას დაედება წუნი, განა რამე წასვლის შემდეგ ითქმის?! საკურაში გახვეული ბაგე, დასცვივა და დააობლებს უფალს, სპილოს ძვალსაც მარგალიტით ნაგებს, მიართმევენ ხარკად ხელისუფალს.. მე არ ვიცი რა იქნება დილით, არც ის ვიცი, მე სად ვიყავ გუშინ, ყველგან შენი სურნელებით ვივლი, ლამაზ ტაძარს აღგიმართავ სულში.. დაიჩოქებს ხვალინდელი ღამეც, ბედისწერა გაჯიუტდეს თუნდაც, შენთვის მაინც გავაკეთებ რამეს, იმას მაინც, რაც მათ ჩემთვის უნდათ.. როცა დილას ამოუვა კბილი, აატირებს მოვარდისფრო ეოსს, სულ პატარა, პაწაწინა წილი, ამ ტრფობისა იქნებ მომეტეოს.. გაძარცვავენ ბამბისქულა ღრუბლებს, და წვეთებიც დაეშვება თქეშით, დილიდანვე მონატრებულ უბნებს, ჩავუვლი და ძმებს დავუცდი ტყეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.