შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ხდება ჩემში?!


18-02-2018, 13:51
ავტორი mimimimo
ნანახია 1 484

ახლა
არ ვიცი,
რა ხდება ჩემში?!
თითქოს გონებას
გადაჰკრავს ბინდი.

ამ სამყაროში მე დავიბადე
და
ამ სამყაროში მე დავიკარგე...

გელოდი დიდხანს...
სად ხარ?
ვერ გხედავ.
თითქოს გრძნობებმა
დაიწყეს მალვა.

თუ გინდა - წადი
ვერ დაგაკავებ.
ოღონდ ერთსა გთხოვ,
უკან ნუ მოხვალ - აზრი არა აქვს.

მე არ მჩვევია - ადამიანის დათმობა,
მაგრამ, როდესაც
აღარ სჭირდები
უნდა გაუშვა,
უნდა გაუშვა...

უკვე აღარ ვარ - ფერფლად ვიქეცი,
შემდეგ კი,
ნელმა ნიავმა
ალბათ
გამფანტა სადღაც
გამფანტა სწრაფად.

არ ვიცი
ახლა
რა ხდება ჩემში?!
არ ვიცი
ახლა
რა მემართება?!

არ გინდა,
ნუ მეძებ - აზრი არა აქვს.
თებერვლის სიცივე
სულს ყინავს
სწრაფად.

წადი, გთხოვ, წადი...

გონებას ვკარგავ,
მაგრამ შენ
მაინც
ჩემთან ჩანხარ!



№1 სტუმარი სტუმარი tea

შინაარსი კარგია მაგრამ რითმის მცდელობა არც ისე კარგი...წარმატებას გისურვებ

 


№2  offline წევრი mimimimo

სტუმარი tea
შინაარსი კარგია მაგრამ რითმის მცდელობა არც ისე კარგი...წარმატებას გისურვებ

პირველია და ვეცადე ყველანაირად.
მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent