შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SOUL DEMISE


18-02-2018, 23:20
ავტორი determiner
ნანახია 1 467

ცხოვრება ძალზედ რთულია,
გრძნობების გულთან ატანა,
თან, რომ მოგყვება ზუგსუკან
შეურაცხადი სატანა !
გინდა სამყარო მოიცვა
ფიქრების გულში ჩატანა,
სიკეთის ნაყოფს მოისხამ,
მაგრამ ხელს გიშლის სატანა.
აღარ არსებობს ჩვენს ხალხში
ურთიერთობის გატანა
როცა წავედი ჩემს სახლში
ჩრდილად მომსდევდა სატანა.
ღამის სიშავეს ვეძებდი
მთვარემ სიმშვიდით მატარა
მინდოდი, ყველგან გეძებდი,
გზას მიმრუდებდა სატანა.
ხალხი შენ ბოროტს გიწოდებს
სიკეთეს ღმერთი დაარქვა
ვინც ბოროტით თავს იწონებს,
,,წმინდა ბრბოსგან" მოხვდა ქვა.
აღარც სიკეთე არსებობს
ხალხმაც არ იცის გატანა,
მიკვირს თუ როგორ ვარსებობთ,
ღმერთი გვმართავს თუ სატანა ?!
ორივე ჩვენი ხვედრია,
ჩვენი ცხოვრების ნაწილი
ვიღაცას ჯერა ბედია,
მისთვის ასეა ადვილი.
ღმერთი ჩვენშია სიკეთე,
სატანა ბნელი მხარეა,
ცუდს და კარგს ხალხი ვაკეთებთ
ვმშვიდდები როცა მთვარეა.
ღამე, სიბნელის სიღრმეში
მიჭირს მე მზერის გატანა
უკვე გარდასულ ჩემს წლებში
ვნახე ღმერთი და სატანა !



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგრად წერ...
მე ადამიანების ყოველდღიურობა დავინახე...
ჭიდილი ბედთან...
სიკეთე და ბოროტება....
ანგელოზი და ეშმაკი...


ძალიან მაგრად წეერ

 


№2  offline წევრი determiner

დიდი მადლობა. გამახარე ასეთი კარგი შესაფებით ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი tea

აი რაზე გამეცინა იცი დავიწყე მომეწონა მაგრამ სემდეგ რომ გავაგრძელე და უამრავჯერ იგივე ამოვიკითხე დავკარგე წარმოდგენა...იმედია ტავტოლოგიურ ხარვეზს მიაქცევ ყურადღებას და გადახედავ ხოლმე ლექსს გამოქვეყნებამდე.

 


№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძაან მაგრად წერ heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

ოოო რაკაი ლექსიაა

 


№6  offline წევრი determiner

მადლობა მეგობრებო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent