შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვეძებ სავანეს


19-02-2018, 20:22
ავტორი bla.ell
ნანახია 1 779

მტკივა ეს სული,შემიხორცდა დაჭრილ სხეულზე,
გაქრა საზღვრები მისასვლელი ყველა გრძნობასთან,
ვეღარ შევძელი!გესმის მაინც როგორ ვერ ვუძლებ?!
ვიცი ეს ფიქრი,შენთვის ახლა გიჟის ბოდვას გავს.

სუნთქვაც მაწამებს,ვიძაბები ლექსის წერისას,
ყელში წაჭერილ თითებს ვებრძვი...ისევ წავაგე
კვლავ ზღაპარში ვარ,დასასრული აღარ მეღირსა,
ჩამოვანგრევდი ზეცის კედლებს,
ვეძებ სავანეს.

ვიშლები ღმერთო...შევიშალე როგორც მუსიკა,
როგორც მხატვარი დახატვისას ისე ვნავარდობ...
მიშველე ღმერთო ეს ცხოვრება აღარ მიზიდავს,
ვურევ ნაბიჯებს ვერ ავიტან ისევ გამაგდო.

მიმაქვს წარსული,სხვისგან არა...
ჩემი დროიდან.
სიცოცხლე ვიცით როგორია,
ნუღარ განაგრძობ...
ცხოვრება თუგინდ სხვებს მიეცი
მე რაღად მინდა.
წავალ დავწვები რაღას ვიზამ,საწოლს გავათბობ.

სულ მთლად ვცახცახებ,
მგონია რომ მხედავ შორიდან,
იცინი არა?!ამრიეს და ვეღარ დამაწყვეს.
სასაცილოა!გაცინება მეც კი მომინდა...
რადგან სიკეთე აღარ მომაქვს...
უნდა დავმარცხდე.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი tea

ვაიმე გული როგორ ამიჩქარდა იცი საოცარია და გასხვავებული შენი ლექსი მგონი ძველი რამდენიმე ლექსი მაავს შენი წაკითცული და მომეწონა ...ოღონდ მგოზი ზუსტად არ მახსოვს:)):*

 


№2 სტუმარი l,m not sick

ვიტირებ ახლაა
რატომ ხარ ასეთიიიიიი.
როგორ შეიძლებაშენ არ მიყვარდე

 


№3  offline წევრი sweetgirl

საოცარი წერის სტილი გაქვს ყველასგან განსხვავებული ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი N.yviralashvili

მიმაქვს წარსული,სხვისგან არა...
ჩემი დროიდან.
სიცოცხლე ვიცით როგორია,
აღარ განაგრძო...
ცხოვრება თუგინდ სხვებს მიეცი
მე რაღად მინდა.
წავალ დავწვები რაღას ვიზამ,საწოლს გავათბობ.
...

.......
.......
ra vtqva

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აუ შენ კიდე რით ვერ დაიბანე, კარგი რაა დ დ დ დ. ეეელ, უძლიერესი ლექსი იყო, ვგიჟდები როცა მუზა გაქვს. აუ ხო როგორი კარგი იყო და ძაან მინდა ვიცინო, აი რა ხალისიანად იწყებოდა და ეჰჰ..

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან ლამაზი ლექსია

 


№7  offline წევრი Noar

ულამაზესი ლექსი იყო :) საოცარი გრძნობებით სავსე :) <3

 


№8  offline წევრი aNuGi

შენ ხარ სასწაული,
ერთადერთი ხარ ვის ლექსებსაც ვკითხულობ მთელი სულით და გულით,
უბრალოდ საუკეთესო ხარ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9 სტუმარი დღესაც მთვარემ ჩემთან ერთად დალია

შენ წამოდი და ჩვენ თვითონ გავკვალოთ გზები,
იქნებ დავივიწყოთ ძველი პრობლემები,
მალე თორემ სადააცაა დაშრებიან ზღვები,
ისევ თუთის ხესთან გელოდები.

შენ წამოდი და შორს სადმე გვექნება სახლი,
და შენ რომ გიყვარს იქვე, ტიტების ბაღი,
ნუ მიაპყრობ თვალებს ალიონის მზეს,
თორემ ვეჭვიანობ და მე რა გამიძლებს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent