შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟანგბადივით გამომელიე...


15-08-2017, 20:02
ნანახია 1 951

ვცახცახებ სულ მთლად
ემოციას ვეღარ ვაოკებ...
ისევ თვალებში აბობოქრდა
ჩამდგარი ქარი...
ვცახცახებ სულ მთლად
ველოდები როდის რას მეტყვი...
შენ კი მიყურებ...
ტკივილივით გამიორმაგდი...

ოთახში ისევ უშენობის სუნი მაწუხებს...
ვიხრჩობი რადგან ჟანგბადივით გამომელიე...
აღარ ხარ სადმე... ემოციებს ვეღარ ვერევი...

"გამქრალი" გრძნობა აბობოქრდა
ამსხვრევს ყველაფერს...
ემოციების უკონტროლო ქარიშხალია...
რა არ ვიფიქრე... ვეცადე მაშინ...
მაგრამ გრძნობებმა შინაგანად გამანადგურა...
ვეცადე მაგრამ... გრძნობა გარეთ ვერ გამოვუშვი...
უარგყვე ისე უსინდისოდ ვთქვი რომ დამთავრდი...

ვცახცახებ სულ მთლად...
გარეთ სიცხეა, მე კი მაციებს...
ვკანკალებ რადგან
უშენობით კვლავ ვიყინები...

აგვისტოს სიცხეს ეომება ჩემი სამყარო...
შინაგან ყინვას ვეღარ ვუძლებ...
ვერავინ მათბობს...
ორპირი ქარი შემეჩვია ასე უბრალოდ...
ემოციებმა გზა გაუხსნეს მლაშე მდინარეს...

ვერ ვუძლებ ვერა...
აღარ მინდა სული გამიტყდეს...
ემოციებმა გადამიხსნას შიგ გულში გული...
რა მოხდება რომ სასწაულად ამიხდებოდე...
შავ-თეთრ სამყაროს დროებით რომ აფერადებდე...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვერ ვუძლებ ვერა...
აღარ მინდა სული გამიტყდეს...
ემოციებმა გადამიხსნას შიგ გულში გული...
რა მოხდება რომ სასწაულად ამიხდებოდე...
შავ-თეთრ სამყაროს დროებით რომ აფერადებდე...

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მომწონს მე შენი შემოქმედება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent