შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული


25-02-2018, 13:24
ავტორი For Love
ნანახია 2 246

***
და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!


***
ძნელია როცა ტირილი გინდა,
ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია როცა სიცილი გინდა,
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია როცა თვალები სველი,
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა,
ძნელია როცა ვიღაცას ელი
და თან იცი რომ ის აღარ მოვა...


***
ახლა, ისევ მზე მიცინის ციდან...
შენთან მინდა, შენთან ყოფნას ვნატრობ...
წუხელ, მთვარე მოვაბრუნე გზიდან...
დღეს კი, ისევ უშენობას ვდარდობ...
ცა ისეთი ლამაზია, წმინდა...
ახლაც, დილა დაათენდა ფიქრებს...
შენთან ერთად, სიყვარული მინდა...
რომ წარსული დამიბრუნო იქნებ...
მზე მაწვიმდეს უსაშველოდ, ციდან...
რომ გზა, ისე გაიწელოს ფიქრით...
მე ზღვა მინდა, და ცა, ერთი ციდა...
შენთან მინდა, მე კი, სხვაგან მივქრი...
ყოველ დილით, ახალ დღეებს ვიპყრობ...
შენთან მინდა და შენს კოცნას ვნატრობ...
მთელი ღამე მხოლოდ, შენზე ვფიქრობ...
ვერ გავიგე, რად დამტოვე მარტო...
მერე სადღაც ჩამოვჯდები, ბოლოს...
და მთვარესთან, ფიქრს გავატან დილას...
მინდა, ისევ ღამე იყოს მხოლოდ...
და მძინარეს მოგეპარო ფრთხილად...
თურმე დღემდე მიცხოვრია – წამი...
მზეს ხელებით, მერამდენედ გითბობ...
მთვარე, შენთვის მოვაბრუნე ღამით...
მთვარესთანაც, მხოლოდ შენზე ვფიქრობ...


***

თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის…
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული..
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია…
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი…


***
მენატრები... ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
მენატრები... და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
მენატრები... რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
მენატრები... მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს…
მენატრები... სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
მენატრები...მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
მენატრები...რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
მენატრები... სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს…
შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები...


***
ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიდარდებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან, ძალიან კარგი იყო !!! სასიამოვნო წასაკითი! heart_eyes heart_eyes (ჩემი ფოტო ვიცანი :დდ) kissing_heart წარმატებები პოეზიაში...

 


№2  offline წევრი For Love

ბელუ შეროზია
ძალიან, ძალიან კარგი იყო !!! სასიამოვნო წასაკითი! heart_eyes heart_eyes (ჩემი ფოტო ვიცანი :დდ) kissing_heart წარმატებები პოეზიაში...

ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent