შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავთა კოლონა, ციდან რომ ცვიოდა...


4-03-2018, 19:26
ავტორი Noar
ნანახია 1 807

ვარსკვლავთა კოლონა, ციდან რომ ცვიოდა
და თოვლის ფიფქი, რომ დნებოდა ბაგეზე.
მე მხოლოდ, მაგ თვალთა ყურება მინდოდა
და კოცნა მინდოდა, აფრენა მთვარეზე...

თითები, მაგ თმებში რომ მეკარგებოდა,
და მაგ თმის სურნელი, ღამით რომ მათრობდა...
ეული, მხოლოდ შენ სულს მუდამ ვეძებდი,
სულს კარგო, რომელზეც ფიქრებიც მათბობდა...

ვარსკვლავთა კოლონა, ციდან რომ ცვიოდა
და თოვლის ფიფქი, რომ დნებოდა ბაგეზე...
უშენოდ ყოფნაზე ფიქრებიც მტკიოდა,
შენ კი შორს წახვედი, ხოდა მეც დაგეძებ...

არ ვიცი, ალბათ შენ მე აღარ გიყვარვარ
და გრძნობა ის ძველი, შენ გულში განელდა...
შემხვდები და მეტყვი, ბოდიში, სხვისა ვარ
და ჩემი სული კვლავ, ახლა სხვას დანებდა...

თენდება და დილა თითქოს სხვა ფერია,
თითქოსდა გადაჰკრავს, ჯერ კიდევ წყვდიადი
და სადღაც იქითკენ, ჭინკები მღერიან,
ცხოვრება დამთავრდა, აქ ჩემთვის დიადი...

ვარსკვლავთა კოლონა, ციდან რომ ცვიოდა
და თოვლის ფიფქი, რომ დნებოდა ბაგეზე...
გული გატეყილი, მთელი ხმით ყვიროდა
და სული ლექსს წერდა გრძნობებზე,
ღამეზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent